დღეს, 12 დეკემბერს პირველად შეიკრიბა გაგრას 19-წლამდელთა გუნდი და კიკვიძის პარკში მსუბუქი ვარჯიშიც გამართა. გუნდის მთავარი მწვრთნელი პაპუნა ტაბაღუა იქნება, მას კი ალექსანდრე ჭელიძე დაეხმარება. გუნდში შენარჩუნებულია აწ უკვე ყოფილი 17 და 19-წლამდე გუნდების ბირთვი და არიან ახალწვეულებიც:

ლუკა მძევაშვილი • თავდამსხმელი (ავაზა)
ლუკა ზარანდია • ნახევარმცველი (ავაზა/კაპიტანი)
ლუკა კაკაბაძე • ნახევარმცველი (ავაზა/ვიცე კაპიტანი)
ირაკლი კორთხონჯია • მცველი (ავაზა)
გიორგი ჯიქია • მცველი (ავაზა)
სერგი არჩუაძე • მცველი
გიორგი ენუქიძე • თავდამსხმელი (35-ე სკოლა/კაპიტანი)
დიტო ნანავა • მცველი (35-ე სკოლა/ვიცე კაპიტანი)
არველოდ ხუნჯგურუა • ნახევარმცველი (ლოკომოტივი)
სრული შემადგენლობა კი ასეთია: ზურაბ გუგუშვილი, ლუკა ელიზბარაშვილი, ბექა რუხაძე, ბექა გამცემლიძე, გიორგი გაჩეჩილაძე, ნიკა ჯანიაშვილი, სერგი არჩუაძე, ლუკა მძევაშვილი, ლუკა ზარანდია, ლუკა კაკაბაძე, ირაკლი კორთხონჯია, გიორგი ჯიქია, გიორგი ენუქიძე, დიტო ნანავა, არველოდ ხუნჯგურუა, ლუკა კარანაძე, თორნიკე ლაცაბიძე, ლაშა ყარაულაშვილი, რევაზ ხინჩიაშვილი, აკაკი შამათავა, სანდრო კაკოიშვილი, გოჩა მახარაძე, ამირან ალადაშვილი, ლუკა რობაქიძე, ჯაბა ლეშკაშელი, მალხაზ ქობელაშვილი
გთავაზობთ გუნდის მთავარი მწვრთნელის, პაპუნა ტაბაღუას კომენტარს: “პირველ რიგში მადლობას ვუხდი ხელმძღვანელობას ნდობისთვის და გვერდში დგომისთვის. ვგრძნობ, რამხელა პასუხისმგებლობაა ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელობა და მზად ვარ თავდაუზოგავი შრომით ხელი შევუწყო ამ ფეხბურთელებს განვითარებაში. ამ ეტაპზე გუნდი იმყოფება გარდამავალ პერიოდში, იქნება კვირაში სამჯერ, მცირე დატვირთვით, ფორმის შესანარჩუნებელი ვარჯიშები, ხოლო მოსამზადებელი ეტაპი 16 იანვარს დაიწყება. მიზანი არის, პირველ რიგში სწორი მუშაობის შედეგად გაიზარდონ ფეხბურთელები, რომლებიც დაიცავენ გაგრას ღირსებას, ასევე რა თქმა უნდა ოქროს ლიგაში მოხვედრა, რისთვისაც მოგვიწევს ძალიან დიდი სამუშაოს ჩატარება. გასულ სეზონში უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია და ვიმსახურებთ საქართველოს 10 საუკეთესო გუნდში თამაშს.”
აქვე გეტყვით, რომ ჭაბუკთა ლიგები სტარტს 2018 წლის მარტში აიღებს.