2001 წელს დაბადებულმა გაგრელებმა ელიტ ლიგა მესამე პოზიციაზე დაასრულეს. 19 დეკემბერს თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები დააჯილდოვა. ოქროს მედლები ნორჩმა დინამომ მოიპოვა, ვერცხლი ავაზამ, ხოლო ოლეგ გველესიანის დამოძღვრილმა გაგრელებმა ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს.
ელიტ ლიგა 2001
- ნორჩი დინამო | 52 ქ
- ავაზა | 51 ქ
- გაგრა | 33 ქ
- ლიახვი | 28 ქ
- 35-ე სკოლა | 24 ქ
- კახეთი | 18 ქ
- საბ. ბენდელა | 22 ქ
- იბერია დიდი ლილო | 12 ქ
შენიშვნა: „საბ. ბენდელა” და „იბერია დ. ლილო” მოიხსნა გათამაშებიდან, დაფიქსირდება ტექნიკური შედეგი 0 – 3!