გაგრამ 2018 წლის სეზონისთვს მზადება დღეს, 10 იანვარს დაიწყო. გუნდი თემქაზე, შატილის სტადიონზე 14:00 საათზე შეიკრიბა და დენის ხომუტოვის თავკაცობით მიმდინარე წელს პირველად ივარჯიშა. გაგრა 12 იანვრიდან „ზამთრის თასზე“ ჩაერთვება. შეგახსენებთ რომ ჩვენი გუნდი აღნიშნულ ტურნირზე მონაწილეობას მოქმედი ჩემპიონის რანგში მიიღებს.
კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, გასულ სეზონში მოასპარეზე ფეხბურთელებიდან, გუნდში მხოლოდ 5 ფეხბურთელი დარჩება – თორნიკე გაფრინდაშვილი, ვასილ ხოსიტაშვილი, გოჩა ცირდავა, ლევან ისიანი და ლევან პაპავა.
დანარჩენ ფეხბურთელებს კლუბთან ხელშეკრულების ვადა გასული წლის დეკემბერში ამოეწურათ და კლუბის ხელმძღვანელობას მათთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკება არ უწარმოებია.
რაც შეეხება ახალწვეულებს, გუნდის მთავარი მწვრთნელი დენის ხომუტოვი თბილისში 8 იანვარს ჩამოვიდა. იგი კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად უახლოეს პერიოდში დაასახელებსს იმ ფეხბურთელების ვინაოობას, რომლებიც 2018 წლის სეზონში „გაგრას“ სახელით იასპარეზებენ. ცხადია, რამდენიმე მოთამაშის დამატება უკვე გადაწყვეტილია, რამდენიმესთან მოლაპარაკება მიმდინარეობს და მათ ვინაობას ჩვენი გულშემატკივარი ცოტა მოგვიანებით შეიტყობს.