დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე, გაგრას 19-წლამდე გუნდი მოსამზადებელი ეტაპის მეოთხე ამხანაგურ მატჩში თბილისის დინამოს დაუპირისპირდა.
შეხვედრა დინამოელთა უპირატესობით დაიწყო და დედაქალაქელემბა შეხვედრის დებიუტშივე მოახერხეს გოლის გატანა, თუმცა ამის შემდეგ ინიციატივა გაგრელებმა იგდეს ხელთ, პირველი ტაიმის მეორე ნახევარმაც მათი უპირატესობით ჩაიარა, თუმცა მომენტების გოლად გარდაქმნა ვერ შეძლეს.
მეორე ნახევარში გაგრელთა უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და უამრავი საგოლე მომენტიც შეიქმნა, თუმცა მხოლოდ 70-ე წუთზე, იუბილარმა ნიკა ხუნჯგურუამ შორეული დარტყმით ულამაზესი გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 1-1 დააფიქსირა.
აღნიშნულ შეხვედრაში გაგრას ნაკრებში მყოფი სამი ფეხბურთელი, ლუკა ტორონჯაძე (U16), სერგი არჩუაძე და გიორგი ანდრიაძე (U18) ვერ ეხმარებოდნენ. ასევე გუნდს ტრავმის გამო აკლდა სანდრო კაკოიშვილი.
პაპუნა ტაბაღუამ შემდეგი ფეხბურთელებით ითამაშა: გაბუნია, ლაცაბიძე (კ), ტერელაძე, ჯიქია, ალადაშვილი, ზარანდია, კაკაბაძე, რობაქიძე, მძევაშვილი, ხუნჯგურუა, ქობელაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: ქუთათელაძე, კილასონია, ხინჩიაშვილი, შამათავა, კარანაძე
აქვე ვულოცავთ ნიკა ხუნჯგურუას დაბადებისდღეს, ვუსურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!