საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 19 მარტიდან წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება. საქართველოსა და ლიტვის საფეხბურთო ნაკრებთა შეხვედრა 24 მარტს ჩატარდება, ესტონეთს კი ჩვენი გუნდი 27 მარტს უმასპინძლებს. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება.

სანაკრებო მატჩებიდან გამომდინარე ეროვნულ ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში შესვენებაა.  მიმდინარე პაუზის დროს, 24 მარტს გაგრა ამხანაგურ მატჩს თბილისის დინამოსთან გამართავს. შეხვედრა თბილისში, დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, 14:00 საათზე დაიწყება.