სპორტ-ექსპრესის ვერსიით, ეროვნული ლიგა 2-ის მე-3 ტურის სიმბოლურ ნაკრებში გოგიტა გოგატიშვილი მოხვდა. გოგიტა თელავის წინააღმდეგ მატჩში 46-ე წუთზე ჩაერთო, 70-ე წუთზე კი თელაველთა კარის აღება მოახერხა, რითაც გაგრას ქულა მოუპოვა.