დღეს, 24 მარტს გაგრა ამხანაგურ მატჩში თბილისის დინამოს დაუპირისპირდა. შეხვედრა დიღომში მდებარე დინამოს საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა.
შეხვედრის დაწყებამდე გუნდებმა არჩილ ტეტუნაშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, შეხვედრა კი შავი სამკლაურებით ჩაატარეს.
მატჩის მე-4 წუთზე საკუთარ საჯარიმოში გიგა სამხარაძეს ბურთი ხელზე მოხვდა და გაგრელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ნიკა ძალამიძემ გოლად აქცია. მალევე, მე-9 წუთზე უკვე გიორგი ივანიშვილმა მოახერხა კარის აღება, 31-ე წუთზე კი ლაშა ქოჩლაძემ სამამდე გაზარდა თბილისელთა უპირატესობა და ტაიმის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
მეორე ნახევარში გაგრამ საკუთარი თამაში იპოვა და რამდენიმე რეალური საგოლე მომენტიც შექმნა. ანგარიშში სხვაობა გაგრელებმა ტაიმის დასაწყისშივე, 51-ე წუთზე გოგიტა გოგატიშვილის გოლით შეამცირეს. ამის როგორც ერთ, ასევე მეორე კართან იქმნებოდა მომენტები, თუმცა ანგარიში აღარ შეცვილა და დინამომ 3-1 იმარჯვა.
დინამო თბილისი 3-1 გაგრა | ამხანაგური მატჩი
გაგრა: ისიანი, კილაძე, კუსიანი, სოფრომაძე, სამხარაძე, კაკიაშვილი, ვარძელაშვილი, მაგრაქველიძე, გოგატიშვილი, ცაცკრიალაშვილი, პაპავა
შეცვლაზე შევიდნენ: შევჩუკი, ხოსიტაშვილი, ზახარჩენკო, ბრაჭული, ხასაია, ცირდავა, ლომსაძე, გაბრიჩიძე
დინამო: მამარდაშვილი, რუხაია, ივანისენია, თოთაძე, ხარაბაძე, კუცია, ქოჩლაძე, თევზაძე, ძალამიძე, ივანიშვილი, ბაბუნაძე
შეცვლაზე შევიდნენ: პ. კიტეიშვილი, ბასარია, ბერიაშვილი
გოლები: 1-0 ძალამიძე (პენ.), 2-0 ივანიშვილი, 3-0 ქოჩლაძე, 3-1 გოგატიშვილი