ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის შეხვედრაში გაგრელები, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ნორჩ დინამოს უმასპინძლებენ.
მიმდინარე სეზონში, გაგრას, ერთი მოგებითა და ორი ფრით 5 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზეა, ხოლო ნორჩ დინამოს ერთი მოგებისა და ორი მარცხის შემდეგ 3 ქულა აქვს და მე-8 პოზიციაზეა.
გაგრას სრული უპირატესობა აქვს ურთიერთშეხვედრებში. აღნიშნული გუნდები ოფიციალურად ერთმანეთს 8-ჯერ დაუპირისპირდნენ, საიდანაც 6-ში გაგრამ გაიმარჯვა, ორჯერ კი ნორჩმა დინამომ. აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ მატჩში ბოლოს ნორჩმა დინამომ გაგრას 2007 წელს, ანგარიშით 1-0 მოუგო.
ყველაზე დიდი სხვაობა ამ გუნდებს შორის, ამავე 2007 წელს დაფიქსირდა, როდესაც გასვლით შეხვედრაში გაგრამ მეტოქე, ანგარიშით 6-1 დაამარცხა.
ურთიერთშეხვედრები (ოფიციალური):
29/08/06 • ნორჩი დინამო 3-2 გაგრა
11/03/07 • გაგრა 0-1 ნორჩი დინამო
04/09/07 • გაგრა 3-2 ნორჩი დინამო
30/11/07 • ნორჩი დინამო 1-6 გაგრა
06/04/08 • გაგრა 4-0 ნორჩი დინამო
24/08/10 • ნორჩი დინამო 1-3 გაგრა
30/08/10 • ნორჩი დინამო 1-2 გაგრა
25/02/11 • ნორჩი დინამო 0-3 გაგრა
სხვა ფაქტები:
აღნიშნულ 8 მატჩში გაგრელებმა თბილისელთა კარი 23-ჯერ აიღეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ 9 ბურთი მიიღეს (ამხანაგური მატჩების ჩათვლით 31/11).
გაგრელ ფეხბურთელთა საშუალო ასაკი 22 წელია, ხოლო ნორჩ დინამოელთა 30.
მიმდინარე წელს გუნდები ერთმანეთს ამხანაგურად 3-ჯერ დაუპირისპირდნენ, აქედან ორჯერ გაგრამ, 1-0 და 6-1, ხოლო ერთხელაც ნორჩმა დინამომ, 2-1 იმარჯვა.
გაგრასა და ნორჩი დინამოს დაპირისპირება 29 მარტს, 14:00 საათზე დაიწყება.