დღეს, მცხეთა პარკზე ეროვნული ლიგა 2-ის მე-5 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, სადაც ვიტ ჯორჯია გაგრას მასპინძლობდა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ დასრულდა.
5 ტურის შემდეგ ორივე გუნდი დაუმარცხებლად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილშიც I-II ადგილებზე იმყოფებიან, ვიტ ჯორჯიას 11, გაგრას კი 9 ქულა აქვს.
ვიტ ჯორჯია 0-0 გაგრა | ეროვნული ლიგა 2
ვიტ ჯორჯია: შეროზია, მუხულიშვილი, კამლაძე, გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი, ღუდუშაური, ვეკუა, კიკნაველიძე, ვასაძე, დავლაშელიძე
სათადარიგო: ქავთარაძე, ვაზაგაშვილი, ზარიძე, ექვთიმიშვილი, კაკუშაძე, საჯაია, სეხნიაშვილი
მთ. მწვრთნელი: ლაშა ფირცხალაიშვილი
გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული, ზახარჩენკო, სამხარაძე, მაგრაქველიძე, ცაცკრიალაშვილი, ხაბელაშვილი, სოფრომაძე, კაკიაშვილი, გოგატიშვილი, სულთანიშვილი
სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, პაპავა, ლომსაძე, ვარძელაშვილი, სპანდერაშვილი, კილაძე
მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მსაჯები:
არბიტრი – გ. კიკაჩეიშვილი
პირველი ასისტენტი – ი. კაკაბაძე
მეორე ასისტენტი – ი. მაჩიტიძე
მეოთხე მსაჯი – ბ. გლუშჩუკი
შემდეგი ტურის მატჩები 13-14 აპრილს გაიმართება. გაგრა, 14 აპრილს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე ცხინვალს უმასპინძლებს, ვიტ ჯორჯია კი 13 აპრილს შუქურას, მცხეთაში დაუხვდება.