3 აპრილიდან საქართველოს 16-წლამდე ნაკრები მორიგ შეკრებას იწყებს. ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ ვარჯიშების შემდეგ, 9 აპრილს ზვიად ჯელაძის გუნდი სტამბულში გაემგზავრება, სადაც ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს თურქეთის 16-წლამდე ნაკრებთან. შეხვედრები 10 და 12 აპრილს გაიმართება.

მთავარ მწვრთნელს სტამბულში 19 ფეხბურთელი მიჰყავს:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე (დინამო თბ), ლუკა ხარატიშვილი (სფფ აკადემია);

მცველები: საბა ჭინჭარაული (ბევერენი, ბელგია), ზურაბ ერაძე (დინამო თბ), ლაშა კვარაცხელია (დინამო თბ), ანდრია დევდარიანი (საბურთალო), ალექსანდრე ტეფნაძე (დინამო თბ), გიგი ტალახაძე (აკადემია-ზუგდიდი);

ნახევარმცველები: თორნიკე მორჩილაძე (დინამო თბ), გიორგი სიჭინავა (დინამო თბ), გიორგი აბუაშვილი (დინამო თბ), დავით ზურაბიანი (დინამო თბ), გიორგი ომარაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა ტალახაძე (საბურთალო), გიორგი მირზიკაშვილი (დინამო თბ), შალვა ოგბაიძე (მაგდებურგი, გერმანია), ივანე ფოცხვერია (აკადემია-ზუგდიდი);

თავდამსხმელები: ლუკა ტორონჯაძე (გაგრა), გურამ ხვედელიძე (მილანი, იტალია).