დღეს, 20 აპრილს, ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე, ქობულეთის შუქურამ გაგრას უმასპინძლა. შეხვედრა ქობულეთელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე, ელგუჯა ლობჯანიძის გადაცემით გიორგი ივანიაძემ შუქურა დააწინაურა. მალევე კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი მიეცათ მასპინძლებს, როდესაც ევგენი ზახარჩენჯომ საჯარიმოში იუხეშა და გაგრელთა კარისკენ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, თუმცა გიორგი ჩელებაძემ პენალტი გააცუდა. ზუსტად 2 წუთში, 21-ე წუთზე ქობულეთელებმა, ჯაბა გოგიტიძის გოლით მაინც მოახერხეს სხვაობის გაზრდა. საბოლოოდ ტაიმი შუქურას გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.

მეორე ნახევარი გაგრელთა სრული უპირატესობით წარიმართა. გაგრელებმა სხვაობის შემცირება 53-ე წუთზე, ანდრო სოფრომაძის გოლით მოახერხეს და თამაშში დაბრუნდნენ. 63-ე წუთზე, გიგა სამხარაძემ იაქტიურა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, ჩაწოდებულს თამაზ ლომსაძე გამოეხმაურა, ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მოედანზე, ამის შემდეგაც გაგრელები დომინირებდნენ. 74-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს ვაკო ხაბელაშვილი გამოეხმაურა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 3-2 დააფიქსირა.

შუქურა 2-3 გაგრა | ეროვნული ლიგა 2
გოლები: 1-0 გიორგი ივანიაძე 3′, 2-0 ჯაბა გოგიტიძე 21′, 2-1 ანდრო სოფრომაძე 53′, 2-2 თამაზ ლომსაძე 63′, 2-3 ივანე ხაბელაშვილი 74′

შუქურა: კუპატაძე, კალანდია, დოს რეის რამოსი, ლობჯანიძე, ჩელებაძე (კ), ივანიაძე, ქათამაძე, გოგიტიძე, გოდვინ კონიეჰა, ჯეფერსონ ჯერალდო, სტეფან დასსე

სათადარიგო: მოწყობილი, ფოთელიძე, მალაზონია, ჭანუყვაძე, კვასხვაძე, ფელიპე ნუნიეში, ცეცხლაძე

მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე

 

გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული, ზახარჩენკო, სამხარაძე, გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ლომსაძე, სოფრომაძე, გოგატიშვილი, სულთანიშვილი

სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, მაგრაქველიძე, ხაბელაშვილი, პაპავა, გაბრიჩიძე, კილაძე

მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

 

მსაჯები

არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
ასისტენტები: კ. სადილიანი, ბ. ჟვანია

მეოთხე მსაჯი: კ. გიორგაძე