ეროვნული ლიგა 2-ის მე-7 ტური დასრულდა. აღნიშნულ ტურში საკმაოდ დაძაბული და საინტერესო მატჩები ვიხილეთ. ტური 20 აპრილს, ქუთაისში, შუქურასა და გაგრას დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა ქობულეთელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე, ელგუჯა ლობჯანიძის გადაცემით გიორგი ივანიაძემ შუქურა დააწინაურა. მალევე კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი მიეცათ მასპინძლებს, როდესაც ევგენი ზახარჩენჯომ საჯარიმოში იუხეშა და გაგრელთა კარისკენ თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, თუმცა გიორგი ჩელებაძემ პენალტი გააცუდა. ზუსტად 2 წუთში, 21-ე წუთზე ქობულეთელებმა ჯაბა გოგიტიძის გოლით მაინც მოახერხეს სხვაობის გაზრდა. საბოლოოდ ტაიმი შუქურას გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა.
მეორე ნახევარი გაგრელთა სრული უპირატესობით წარიმართა. გაგრელებმა სხვაობის შემცირება 53-ე წუთზე, ანდრო სოფრომაძის გოლით მოახერხეს და თამაშში დაბრუნდნენ. 63-ე წუთზე, გიგა სამხარაძემ იაქტიურა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, ჩაწოდებულს თამაზ ლომსაძე გამოეხმაურა, ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მოედანზე, ამის შემდეგაც გაგრელები დომინირებდნენ. 74-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს ვაკო ხაბელაშვილის დარტყმა მოჰყვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 3-2 დაფიქსირდა. გაგრამ ამ გამარჯვებით 12 ქულა დააგროვა და ერთი დღით ცხრილში ლიდერებს გაუთანაბრდა.
მეორე ნახევარი გაგრელთა სრული უპირატესობით წარიმართა. გაგრელებმა სხვაობის შემცირება 53-ე წუთზე, ანდრო სოფრომაძის გოლით მოახერხეს და თამაშში დაბრუნდნენ. 63-ე წუთზე, გიგა სამხარაძემ იაქტიურა, რომელმაც მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, ჩაწოდებულს თამაზ ლომსაძე გამოეხმაურა, ულამაზესი გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. მოედანზე, ამის შემდეგაც გაგრელები დომინირებდნენ. 74-ე წუთზე რატი ცაცკრიალაშვილის ჩაწოდებულ კუთხურს ვაკო ხაბელაშვილის დარტყმა მოჰყვა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 3-2 დაფიქსირდა. გაგრამ ამ გამარჯვებით 12 ქულა დააგროვა და ერთი დღით ცხრილში ლიდერებს გაუთანაბრდა.
შუქურა 2-3 გაგრა | ეროვნული ლიგა 2
გოლები: 1-0 გიორგი ივანიაძე 3′, 2-0 ჯაბა გოგიტიძე 21′, 2-1 ანდრო სოფრომაძე 53′, 2-2 თამაზ ლომსაძე 63′, 2-3 ივანე ხაბელაშვილი 74′
გაფრთხილება: ფელიპე ნუნიეში 88’ – ევჰენი ზახარჩენკო 18’, თამაზ ლომსაძე 78’
შუქურა: კუპატაძე, კალანდია, დოს რეის რამოსი, ლობჯანიძე, ჩელებაძე (კ), ივანიაძე (ნუნიეში 67’), ქათამაძე, გოგიტიძე (კვასხვაძე 59’), გოდვინ კონიეჰა (ჭანუყვაძე 75’), ჯეფერსონ ჯერალდო, სტეფან დასსე
სათადარიგო: მოწყობილი, ფოთელიძე, მალაზონია, ჭანუყვაძე, კვასხვაძე, ფელიპე ნუნიეში, ცეცხლაძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი ჭელიძე
გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული (პაპავა 51’), ზახარჩენკო (კილაძე 57’), სამხარაძე, გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (კ), ლომსაძე, სოფრომაძე, გოგატიშვილი, სულთანიშვილი (ხაბელაშვილი 37’)
სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, მაგრაქველიძე, ხაბელაშვილი, პაპავა, გაბრიჩიძე, კილაძე
მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მსაჯები
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი
ასისტენტები: კ. სადილიანი, ბ. ჟვანია
მეოთხე მსაჯი: კ. გიორგაძე
სათამაშო დღის მეორე და ბოლო შეხვედრა, თბილისში, თემქაზე მდებარე სტადიონ შატილზე ნორჩი დინამო მარტვილის მერანს მასპინძლობდა. თბილისელებმა შეხვედრა, იაგო დეისაძის ერთადერთი გოლით მოიგეს და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვეს.
ტურის ორი შეხვედრა შაბათს, 21 აპრილს გაიმართა. სათამაშო დღე 14:00 საათზე, შევარდენისა და ვიტ ჯორჯიას დაპირისპირებით დაიწყო. ტექნიკურ ცენტრ ბასაზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა. ვეტერინართაგან გოლები პაატა ღუდუშაურმა, ირაკლი კამლაძემ და შოთა დავლაშელიძემ გაიტანეს. საპასუხო, ერთი გოლი კი მე-80 წუთზე დავით ოდიკაძემ, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაქვითა. აღსანიშნავია, რომ სტუმართაგან ორი საგოლე გადაცემით ბექა კაკუშაძე გამოირჩა. შეხვედრაში იყო გაძევებებიც, შესვენებაზე გასულ შევარდენის კიპერ გიორგი ნადირაძესა და ვიტ ჯორჯიას შემტევ პაატა ღუდუშაურს შორის შელაპარაკება მოხდა, რის გამოც მატჩის მთავარმა არბირტმა ორივე ფეხბურთელს წითელი ბარათი უჩვენა.
დღის მეორე შეხვედრა 16:00 საათზე, მარტვილში გაიმართა. წყალტუბოს სამგურალმა თელავი მიიღო და მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 2-1 დამარცხდა. თელაველები წინ 22-ე წუთზე, ირაკლი რუხაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაიყვამა, რასაც 37-ე წუთზე, თელავის კარის დარაჯის, ლუკა სანიკიძის არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ წყალტუბოელთა გოლი მოჰყვა. ნიკა შალამბერიძემ მეკარის შეცდომით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა. ანგარიში შეხვედრის ბოლო წუთამდე არ შეცვლილა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მე-2 წუთზე, გიორგი ნიქაბაძემ საბოლოო შედეგი, 2-1 დააფიქსირა და თელავს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუპოვა.
ტურის ბოლო შეხვედრა დღეს, 22 აპრილს გაიმართა. მცხეთაში, მცხეთა პარკზე ცხინვალმა ბათუმის დინამოს უმასპინძლა და მოულოდნელად 2-0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ტაიმის მიწურულს, 44-ე წუთზე, გიორგი მაღალდაძემ გახსნა. მეორე ნახევარში, 64-ე ბათუმელებს გათანაბრების კარგი შანსი მიეცათ, თუმცა გიორგი ჯანელიძეს პენალტი გაუცუდდა. ზუსტად 6 წუთში, 70-ე წუთზე ზვიად მეტრეველმა ბათუმელთა კარი მეორედ აიღო და შეხვედრის საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.
VII ტურის შედეგები
სატურნირო ცხრილს 15 ქულით ვიტ ჯორჯია ლიდერობს. 12-12 ქულით გაგრა და ბათუმის დინამო მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ. ბოლო ადგილს, 4 ქულით ქობულეთის შუქურა იკავებს და მეცხრეადგილოსან წყალტუბოს სამგურალს 3 ქულით ჩამორჩება.
სატურნირო ცხრილი
მომდევნო, VIII ტურის შეხვედრები ხუთშაბათს, 26 აპრილს გაიმართება:
მერანი – ცხინვალი | 13:00 | მურთაზ ხურცილავა – მარტვილი
ვიტ ჯორჯია – სამგურალი | 16:30 | მცხეთა პარკი – მცხეთა
გაგრა – დინამო ბთ | 16:30 | ტექნიკური ცენტრი ბასა – თბილისი
თელავი – ნორჩი დინამო | 16:30 | გივი ჩოხელი – თელავი
შუქურა – შევარდენი | 18:00 | რამაზ შენგელია – ქუთაისი