დღეს სტარტი აიღო უეფას განვითარების თასის ტურნირმა 16-წლამდე ნაკრებებს შორის, რომელსაც საქართველო მასპინძლობს. მასში მონაწილეობას 4 ქვეყნის, საქართველოს, რუმინეთის, ბელორუსისა და ყაზახეთის 16-წლამდე ნაკრები გუნდები იღებენ.
როგორც მოგეხსენებათ საქართველოს 16-წლამდე ნაკრებში, გაგრას 19-წლამდე გუნდის ფორვარდი ლუკა ტორონჯაძე ირიცხება. საქართველოს ნაკრები ტურნირში დღეს ჩაერთვება და მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე ყაზახეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება.
2 მაისი, დავით პეტრიაშვილი არენა, 14:00
რუმინეთი – ბელარუსი
2 მაისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი, 17:00
საქართველო – ყაზახეთი
4 მაისი, დავით პეტრიაშვილი არენა, 14:00
ბელარუსი – ყაზახეთი
4 მაისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი, 17:00
საქართველო – რუმინეთი
6 მაისი, დავით პეტრიაშვილი არენა, 11:00
რუმინეთი – ყაზახეთი
6 მაისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანი, 11:00
საქართველო – ბელარუსი