ეროვნული ლიგა 2-ის მე-11 ტური მარტვილში, სამგურალისა და გაგრას დაპირისპირებით გაიხსნა. შეხვედრა საკმაოდ მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და გუნდები აქტიურად უტევდნენ ერთმანეთს. პირველი ნახევრის მიწურულს გაგრელები გააქტიურდნენ და 39-ე წუთზე დაწინაურდნენ კიდეც. გიგა სამხარაძის მიერ მარცხენა ფლანგიდან დაწყებულ შეტევაში თამაზ ლომსაძე ჩაერთო, რომელიც ცენტრისკენ შეიწია და ტექნიკური გადაცემით ბურთი კვლავ გაგრელთა მარჯვენა მცველს დაუბრუნა. ამ უკანასკნელის ჩაწოდებული ბურთი კი საჯარიმოში მდგომმა უშანგი ბანძელაძემ ხელით ჩაჭრა და გიორგი ავაზაშვილმაც თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გუნდის კაპიტანმა და საუკეთესო ბომბარდირმა, რატი ცაცკრიალაშვილმა გოლად აქცია, 0-1.
მეორე ნახევარი კვლავ გაგრელთა შეტევებით დაიწყო. 53-ე წუთზე, მოედნის ცენტრში მყოფმა რატი კაკიაშვილმა ბურთი თავით რატი ცაცკრიალაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელმა სწრაფადვე მონახა თამაზ ლომსაძე, რომელმაც შორეული, ულამაზესი გასროლით ანგარიში 0-2 გახადა.
გაგრას თითქოს მშვიდად უნდა მიეყვანა გამარჯვებამდე შეხვედრა, ბურთსაც აკონტროლებდა და გააზრებულადაც უტევდა მეტოქეს, თუმცა 65-ე წუთზე ღონღაძის აქტიურობას, საჯარიმოს მისადგომებთან მასზე თამაშის წესების დარღვევა მოჰყვა, თუმცა მსაჯმა წყალტუბოელებს შეტევის გაგრძელების საშუალება მისცა, ვინაიდან ბურთი მის თანაგუნდელ გაბრიელ საღრიშვილს მიუვიდა, რომელზეც უკვე გაგრელთა კიპერი ვადიმ შევჩუკი დაჯარიმდა და თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან გაგა ჩხეტიანი მივიდა, რომელმაც უნაკლოდ შეასრულა დარტყმა და გაგრას უკრაინელ კარის დარაჯს შანსი არ დაუტოვა.
გოლიდან ზუსტად 2 წუთში, 68-ე წუთზე, მოედნის ცენტრთან ახლოს საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, რომელიც მასპინძლებმა გაითამაშეს. მარჯვენა ფლანგიდან უშანგი ბანძელაძემ შეირბინა, რომელმაც საჯარიმოსკენ ჩააწოდა, ჩაწოდებულს კი ნიკა შალამბერიძე გამოეხმაურა და ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი სტუმართა კარის ბადეში, 2-2.
თითქოს მოედანზე ვითარება საპირისპიროდ უნდა შემობრუნებულიყო და სამგურალს კიდევ უფრო აქტიურად შეეტია, თუმცა 2 წუთიან ინტერვალში მიღებული 2 გოლის მიუხედავად გაგრელები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე რეალური მომენტიც შექმნეს. 86-ე წუთზე ანდრე ნონოსმა ხელით შეიყვანა ბურთი თამაშში და ცენტრში გადაგზავნა. მაღალ ბურთზე ბრძოლაში ევჰენი ზახარჩენკომ იმარჯვა და ბურთი თავით შეცვლაზე შემოსულ ნუგზარ სპანდერაშვილს გადააწოდა, რომელმაც ასევე შეცვლაზე შემოსული ლევან პაპავა მონახა და ულამაზესი პასი გაუკეთა. ამ უკანასკნელმაც არ დააღალატა თანაგუნდელი, ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი წყალტუბოელთა კარში და მატჩის საბოლოო ანგარიში, 2-3 დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით გაგრელებმა უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოიპოვეს და 19 ქულით ლიდერთა სამეულს დაუბრუნდნენ.
სამგურალი 2-3 გაგრა | ეროვნული ლიგა 2 – XI ტური
გოლები: 0-1 რატი ცაცკრიალაშვილი (პენ.) 40′, 0-2 თამაზ ლომსაძე 54′, 1-2 გაგა ჩხეტიანი 67′, 2-2 ნიკა შალამბერიძე 69′, 2-3 ლევან პაპავა 86′
სამგურალი: ნონოსი, ბიბილაშვილი, კაკუშაძე, ენდელაძე, შალამბერიძე (ფანცხავა 85′), ხარაბაძე, ბანძელაძე, ჩხეტიანი, საღრიშვილი, გოგუაძე (ღონღაძე 60′), ლაღაძე
სათადარიგო: ნუცუბიძე, ნერგაძე, ღონღაძე, ფანცხავა, კილაძე, ხელაძე, კოპალიანი
მთ. მწვრთნელი: გია გიგატაძე
გაგრა: შევჩუკი, ზახარჩენკო, ბრაჭული, სოფრომაძე, სამხარაძე, კაკიაშვილი (კილაძე 78′), ხაბელაშვილი, ცაცკრიალაშვილი, გაფრინდაშვილი, ლომსაძე (სპანდერაშვილი 80′), გოგატიშვილი (პაპავა 75′)
სათადარიგო: ისიანი, კილაძე, ხოსიტაშვილი, მაგრაქველიძე, პაპავა, სპანდერაშვილი, ხასაია
მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მსაჯები
არბიტრი – გ. ავაზაშვილი
პირველი ასისტენტი – ვ. რუხაია
მეორე ასისტენტი – ზ. ტაბაღუა
მეოთხე მსაჯი – მ. კიკორია
ბარათები: ანდრე ნონოსი 45+1′ – რატი კაკიაშვილი 22′, ვადიმ შევჩუკი 66′, ერეკლე კილაძე 81′, გიგა სამხარაძე 82′,