ხვალ, 19 მაისს 15-წლამდე გაგრელები ლოკომოტივს უმასპინძლებენ. ამ დროისთვის გაგრას 11 ჩატარებულ შეხვედრაში მოპოვებული 23 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს, ლოკომოტივის ანგარიშზე კი 10 შეხვედრაში მოპოვებული 22 ქულაა და მესამეა. ხვალ გასამართ დაპირისპირებაში გამარჯვებული ავტომატურად მოიპოვებს ოქროს ლიგის საგზურს.

პირველი წრის შეხვედრა, რომელიც საგურამოში გაიმართა, გაგრელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1-0 დასრულდა.

რეგულარული ჩემპიონატის ბოლო შეხვედრა ხვალ, 19 მაისს, 17:00 საათზე, შრომითი რეზერვების სტადიონზე გაიმართება.