19 მაისს გაგრას 19-წლამდე გუნდი ვიტ ჯორჯიას მასპინძლობდა. გაგრას 11 ტურის შემდეგ 18 ქულა ჰქონდა და მესამე პოზიციას იკავებდა, ვიტ ჯორჯიას კი 10 შეხვედრაში 13 ქულა ჰქონდა დაგროვებული და მე-5 პოზიციაზე იყო. გაგრას ვიტ ჯორჯიასთან ფრეც ყოფნიდა და ოქროს ლიგის საგზური განაღდებული ჰქონდა, მიუხედავად ამისა გაგრამ ვიტ ჯორჯია ნუგზარ სპანდერაშვილის ერთადერთი გოლით დაამარცხა და საქართველოს 9 საუკეთესო გუნდში დამაჯერებლად გავიდა.
