ვადიმ შევჩუკი – ზაპოროჟიის საფეხბურთო კლუბ “მეტალურგის” აღზრდილი სპორტსმენია, რომელმაც მცირე ასაკიდან წარმოაჩინა თავი, როგორც მიზანდასახულმა მოთამაშემ.
19 წლის მეკარის კარიერაში უკვე იყო ისეთი საფეხბურთო კლუბები, როგორებიცაა: ზაპოროჟიის „მეტალურგი“, პოლტავის „ვორსკლა“, ბერძნული „პლატანიასი“.
შევჩუკი გამოდიოდა უკრაინის 15-დან 19-წლამდე ყველა ასაკობრივ ნაკრებში.
ამჟამად იგი ქართული საფეხბურთო კლუბის, “გაგრა”-ს ძირითადი მეკარეა. მოედანზე ბრწყინვალე თამაშის გარდა, ვადიმ შევჩუკი სასიამოვნო მოსაუბრეა. მან გაგვაცნო ქართული ჩემპიონატის სპეციფიკა
და არამხოლოდ.
– თქვენ წარმოშობით ზაპოროჟიიდან ბრძანდებით. რამდენი ხანია რაც არ ყოფილხართ სამშობლოში?
-წარმოშობით მე ვინიცის მხარიდან ვარ, დაბა ლიტინიდან. ზაპოროჟიეში გადავედი 14 წლის ასაკში. მე წამიყვანა „მეტალურგმა“. ამ ქალაქში დავამთავრე სკოლა და მოვეწყვე ზაპოროჟიის ეროვნულ
ტექნიკურ უნივერსიტეტში. ზუსტად ნახევარი წელიწადი არ ვყოფილვარ ზაპოროჟიეში. ეს ქალაქი ჩემთვის მშობლიურივითაა.
– როგორ დაგამახსოვრდათ თქვენი პირველი მწვრთნელი?
-ჩემი პირველი მწვრთნელი ვიტალი ლეონიდის ძე ავინოვია! როცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, 11 წლის, მე ვსწავლობდი ფეხბურთის ყველა საფუძველს
კლუბ „სკალა“-ში, მორშინში. მან ძალიან დიდი შრომა ჩადო ჩემში: პროფესიონალიზმიდან დაწყებული, ადამიანური თვისებებით დამთავრებული. მისი დიდად მადლიერი ვარ!
ერთმანეთთან ახლაც გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან იშვიათად ვნახულობთ ერთმანეთს.
– ყოველთვის გქონდათ სურვილი, რომ გეთამაშათ მეკარის პოზიციაზე?
-თავდაპირველად, ალბათ როგორც ბევრი მეკარე, მეც თავდამსხმელის პოზიციით ვიწყებდი. აღვნიშნავ, რომ მე ეს საკმაოდ კარგად გამომდიოდა. მოტივაციას ანდრეი შევჩენკოს ფორმა წარმოადგენდა,
რომელიც დედამ მაჩუქა. მაგრამ 2 წლის შემდეგ, 8 წლის ასაკში, აღმოჩნდა ისე, რომ დავიწყე კარში თამაში. ამ ამპლუამ დამაინტერესა და გამოდის ერთი თვის შემდეგ უკვე ვთამაშობდი
10 წლის ფეხბურთელების ნაცვლად. ჩემი პირველი ტურნირის შემდეგ (მეკარის ამპლუაში) მოვედი სახლში და დედაჩემს ემოციებით აღსავსემ ვუთხარი, რომ ნამდვილად მინდა, მეკარე გავხდე (იცინის).
ამ აღმაფრთოვანებელ მომენტს დედა ახლაც იხსენებს.
– არსებობს განსხვავებები, ქართულ და უკრაინულ ჩემპიონატებს შორის?
-ჩვენი ჩემპიონატის ამჟამინდელი ვითარების გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, რომ ძალები არ არის თანასწორი. ქართული ფეხბურთი ბევრად ჩამორჩება კლასით. მაგრამ თუ ცალკე ავიღებთ ჩემს ახლანდელ
გუნდ “გაგრა”-ს, თამაში ჩვენ ძალიან კარგად გვაქვს აწყობილი: ბურთის ფლობის მხრივ და გადაცემების რაოდენობით ამ სეზონში ჩვენ არავის ჩამოვრჩებით. ამისთვის მე მადლიერი ვარ
ჩვენი მწვრთნელის – დენის ხომუტოვის (ასევე უკრაინელი), რომელიც ძალიან დიდ ძალისხმევას დებს ისევე, როგორც ჩვენ. მისი ხედვა და თამაშის სტილი, ჩემი აზრით, ამშვენებს ჩვენს ლიგას.
– კლუბ “გაგრა”-ს ფეხბურთელებიდან ვისთან გაქვთ ყველაზე ხშირი ურთიერთობა?
-ყველასთან კარგი ურთიერთობა მაქვს! გამოვყოფდი ევჰენი ზახარჩენკოს, რომელიც ასევე უკრაინელია.
– რომელ მეკარეს მიიჩნევთ საუკეთესოდ?
-ჩემთვის საუკეთესო ყოველთვის იყო ესპანელი მეკარე იკერ კასილასი, ახლაც ასეა. მე კარგად მახსოვს, რომ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადავწყვიტე, ვისთვის უნდა მიმებაძა (ღიმილი).
– როგორ ატარებთ შვებულებას?
-ჩემი შვებულება ჯერ არ დაწყებულა (ღიმილი). ჩვენ უკრაინისგან განსხვავებული კალენდარი გვაქვს. პირველი წრის დასასრულამდე კიდევ 4 თამაშია, ასე რომ ადრეა შვებულებაზე ფიქრი.
წყარო: nbnews.com.ua