ეროვნული ლიგა 2-ის მე-15 ტურის შეხვედრაში გაგრა მცხეთას ეწვია და ადგილობრივ ცხეთა პარკზე მოასპარეზე ცხინვალს დაუპირისპირდა. შეხვედრა გაგრელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და საწყისი 10-15 წუთი მეტოქეს ბურთთან შეხება ფაქტიურად არ ქონია, რამაც შედეგი გამოიღო. მე-15 წუთზე, მარცხენა ფლანგიდან ლევან პაპავას გადაცემას რატი ცაცკრიალაშვილის ულამაზესი გოლი მოჰყვა. გაგრელებმა გოლის შემდეგაც გააგრძელეს დომინირება და კიდევ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, თუმცა რეალიზება ვერ მოახერხეს და პირველი ნახევარიც მინიმალური სხვაობით, 1-0 დასრულდა.
მეორე ნახევარში უკვე ცხინვალი გააქტიურდა. 57-ე წუთზე ლევან ბარაბაძის რეიდს ზუსტი გადაცემა და კობა შალამბერიძის გოლი მოჰყვა, 1-1. ამის შემდეგ კვლავ გაგრამ იგდო სადავეები ხელთ, თუმცა გოლის რეალიზებას ვერ ახერხებდა. 72-ე წუთზე შეხვედრაში გოგიტა გოგატიშვილი ჩაერთო, რომელმაც გუნდის კაპიტანი, ლევან პაპავა შეცვალა, ზუსტად 10 წუთში კი მის აქტიურობას მეტოქის საჯარიმოში, მეკარის მიერ თამაშის წესების დარღვევა მოჰყვა. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, რატი ცაცკრიალაშვილი მივიდა, დუბლიც გაიფორმა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა , 2-1.
ცხინვალი 1-2 გაგრა | ეროვნული ლიგა 2 – XV ტური
გოლები: 0-1 რატი ცაცკრიალაშვილი 15′, 1-1 კობა შალამბერიძე 57′, 1-2 რატი ცაცკრიალაშვილი (პენ.) 82′
ცხინვალი: მამადოვი, ლაცაბიძე (ბარაბაძძე 46′), ცერცვაძე (კ), მაისურაძე, მეტრეველი, შალამბერიძე, თათხაშვილი (მესხი 55′), ქრისტესიაშვილი (წივწივაძე 72′),
ნემსაძე, კაჭკაჭიშვილი, გადრანი
სათადარიგო: კერესელიძე, ყურშავიშვილი, ბარაბაძე, მესხი, ლობჯანიძე, წივწივაძე, ჯოხაძე
მთ. მწვრთნელი: იური გაბისკირია
გაგრა: შევჩუკი, ზახარჩენკო, სამხარაძე, გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი (კასრელიშვილი 85′), ხაბელაშვილი, პაპავა (კ) (გოგატიშვილი 72′), ლომსაძე (გაბრიჩიძე 64′), სოფრომაძე,
კილაძე, სულთანიშვილი
სათადარიგო: ისიანი, მაგრაქველიძე, კასრელიშვილი, გოგატიშვილი, გაბრიჩიძე, სპანდერაშვილი, ვარძელაშვილი
მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მსაჯები
არბიტრი – ი. კვირიკაშვილი
პირველი ასისტენტი – ზ. ბლიაძე
მეორე ასისტენტი – ვ. რუხაია
მეოთხე მსაჯი – თ. დადაჰავა
ბარათები
გაფრთხილება: თათხაშვილი 49′, ქრისტესიაშვილი 70′, კაჭკაჭიშვილი 90+2′ – სამხარაძე 77′, ზახარჩენკო 90+2′