ეროვნული ლიგა-2 ის XVII ტურის შეხვედრაში, გაგრა ბათუმს ეწვია და დინამოსთან, ანგარიშით 3-0 დამარცხდა. ბათუმელთაგან ანგარიში მე-7 წუთზე გაბრიელ რამოსმა გახსნა, რომელსაც პირველივე ნახევარში, ჯოვინო ფლამარიონის 24-ე წუთზე გატანილი გოლი მოჰყვა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში მეორე ნახევარში, 77-ე წუთზე ნიკოლოზ საბანაძემ დააფიქსირა, 3-0.


დინამო ბთ 3-0 გაგრა
გოლები: 7′ გაბრიელ რამოსი, 24′ ჯოვინო ფლამარიონი, 77′ ნიკოლოზ საბანაძე

დინამო ბთ: ალავიძე, ადამაძე, ქავთარაძე, ვარშანიძე (განუგრავა 80′), შარიქაძე, ჯანელიძე (კ), გაგოშიძე, ჩალაძე, რამოსი (მამუჩაშვილი 65′), ფლამარიონი (თევდორაძე 46′), საბანაძე

სათადარიგო: შოვნაძე, განუგრავა, გოგიტიძე, თევდორაძე, მამუჩაშვილი, ჭელიძე

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

გაგრა: შევჩუკი, ბრაჭული, სამხარაძე (მაგრაქველიძე 75′), გაფრინდაშვილი, ცაცკრიალაშვილი, პაპავა (კ) (გოგატიშვილი 51′), ლომსაძე, სოფრომაძე, კაკიაშვილი, კილაძე, სულთანიშვილი (სპანდერაშვილი 73′)

სათადარიგო: ისიანი, ხოსიტაშვილი, მაგრაქველიძე, კასრელიშვილი, გოგატიშვილი, გაბრიჩიძე, სპანდერაშვილი

გაფრთხილება: თორნიკე გაფრინდაშვილი 41′, რატი ცაცკრიალაშვილი 83′ – ორივე გაგრა

მსაჯები
არბიტრი – გ. ავაზაშვილი
პირველი ასისტენტი – ი. უკლება
მეორე ასისტენტი – თ. გუგუნაშვილი
მეოთხე მსაჯი – ბ. კუნჭულია


შემდეგ მატჩს გაგრელები 6 ივლისს, შევარდენი 1906-ის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა 18:00 საათზე, ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” გაიმართება.

ფოტო: ბათუმის დინამოს პრესსამსახური