დენის ხომუტოვი (გაგრას მთავარი მწვრთნელი): „2-კვირიანი შესვენება აშკარად გამოგვადგა. სიტუაციის გაანალიზებაც მოვასწარით, დასვენებაც და მობილიზებაც. ამასთან, ძალიან კარგი სპარინგი გვქონდა თბილისის „დინამოსთან“, რამაც საშუალება მოგვცა კიდევ ერთხელ დაგვენახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. პირველი ტაიმის შემდეგ ბიჭებს ვუთხარი, რომ შეტევაში უფრო აგრესიულად ეთამაშათ, რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით. გატანილი გოლები შემთხვევითი არ იყო, ის დამუშავებული კომბინაციების შედეგია. მოხარული ვარ, რომ ფეხბურთელებმა ზუსტად გამოიყენეს საგოლე მომენტები. რაც შეეხება მომდევნო თამაშებს 20 სექტემბერს თასის მერვედფინალში „ვიტ ჯორჯია 2-ს“ ვხვდებით. თასთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს, ამიტომ სერიოზულად მოვემზადებით. 24-ში კი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ქობულეთში, „შუქურას“ წინააღმდეგ. ძნელია ასეთი დატვირთული გრაფიკით თამაში, ამიტომ შემადგენლობაში ცვლილებები აუცილებლად გვექნება“.

ავტორი: კახა ფაჩუაშვილი