- ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთსო მოთამაშე გამოვლინდა
- რატი ცაცკრიალაშვილს კუთვნილი ჯილდო დავით მუჯირმა გადასცა
ეროვნული ლიგა 2-ის მესამე წრის საუკეთესო მოთამაშედ, გაგრას შემტევი და 12 გოლით, ლიგის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფი – რატი ცაცკრიალაშვილი დაასახელეს. 25 წლის ფებურთელს ჯილდო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა – დავით მუჯირმა გადასცა.
მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 17 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. 12 გოლი რატიმ ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში, ხოლო 5 საქართველოს თასზე გაიტანა ?
ფოტო: eliga.ge