ეროვნული ლიგა 2-ის 32-ე ტურში, გაგრამ, დავით პეტრიაშვილი არენაზე მეორეადგილოსან ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა. მიუხედავად იმისა, რომ გაგრელებს 5 წამყვანი ფეხბურთელი აკლდათ, შეხვედრა მათი სრული უპირატესობით წარიმართა. უამრავი საგოლე მომენტის მიუხედავად გაგრელებმა მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს და ქულას დასჯერდნენ.


გაგრა 0-0 ვიტ ჯორჯია

გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი (C), კასრელიშვილი, თ. გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი, პაპავა, მათიაშვილი, გ. გაფრინდაშვილი, კაკიაშვილი, ივანიაძე, სულთანიშვილი

სათადარიგო: ისიანი, მაგრაქველიძე, ლომსაძე, არჩუაძე, კაკაბაძე, გაბრიჩიძე, სპანდერაშვილი


ვიტ ჯორჯია: შეროზია (C), გეთიაშვილი, ჩაკვეტაძე, ღუდუშაური, ღირდალაძე, ვეკუა, კიკნაველიძე, ჩიტიშვილი, კაკუშაძე, საჯაია, დავლაშელიძე

სათადარიგო: ქავთარაძე, კამლაძე, მუსელიანი, ვასაძე, კვარაცხელია, მაისურაძე, კურმაშვილი


მსაჯები

  • არბიტრი – დ. ხარიტონაშვილი
  • პირველი ასისტენტი – დ. ახვლედიანი
  • მეორე ასისტენტი – ა. ჟივიძე
  • მეოთხე მსაჯი – მ. კიკორია

მომდევნო მატჩს გაგრელები 21 ნოემბერს, სტუმრად ცხინვალის წინააღმდეგ გამართავენ. შეხვედრა მცხეთა პარკზე, 14:00 საათზე დაიწყება.