გაგრა – ცხინვალი 0:0

„გაგრა“ სულ უფრო უახლოვდება სანუკვარ მიზანს. კლუბს გადაწყევეტილი აქვს, მოხვდეს ფლეი-ოფში. ამისი ნათელი დასტურია, რომ გაგრელები თამაშიდან თამაშამდე შედეგს აუმჯობესებენ და მათთვის სულ ერთია ლიდერს ეთამაშება თუ აუტსაიდერს.

„ცხინვალთან“ შეხვედრაში გაგრელებს არა ერთი სახიფათო მომენტი ჰქონდათ მეტოქის კართან და რომ გამართლებოდათ, შეიძლება მოეგოთ კიდეც. თუმცა საფეხბურთო ფორტუნა ყოველთვის ისე არ ფიქრობს ჩვენ როგორც გვსურს. ამიტომ „გაგრას“ შეტევები საგოლე დარტყმით ვერ დასრულდა. შესაბამისად, თამაში დასრულდა ფრედ 0:0 და საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ აგრძელებს ფლეი-ოფისთვის ბრძოლას.

მთავარი მწვრთვნელი: გაგა კირკიტაძე

გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „ცხინვალთან“ შეხვედრა ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო. ორივე გუნდი სამი ქულისთვის ვიბრძოდით. მეტოქე კარგად შევისწავლეთ. დიდი ბრძოლა გადაგვხვდა. ჩვენმა ფორვარდებმა ყველაფერი იღონეს გოლის გასატანად, სამწუხაროდ  ეს ვერ მოხერხდა, მაგრამ წინ კიდევ მთელი ჩემპიონატია, რომელსაც ჩვენ წარმატებით დავასრულებთ“.

გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი, ბექა ნიკოლაშვილი (ანდრო ნემსაძე, 90’), ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე (ლევან ბარაბაძე, 83’), ოთარ ჯავაშვილი, გიორგი პაპუაშვილი, გიორგი ქობულაძე, გიორგი ხარებაშვილი (თენგიზ ბრეგვაძე, 76’).