წლევანდელ სეზონში „გაგრას“ ძველი კაპიტანი, გიორგი ტყეშელაშვილი დაუბრუნდა. გამოცდილი, 33 წლის მცველი, შეიძლება ითქვას, გუნდის ოქროს ხანის უკანასკნელი მოჰიკანია. მან „გაგრასთან“ ერთად საქართველოს თასი აღმართა და ევროტურნირებიც დააჭაშნიკა. ის კლუბის ღირსებას დაარსების დღიდან იცავდა და ფათერაკებით აღსავსე კარიერის შემდეგ, წლევანდელ სეზონში, კაპიტნის სამკლაურით, 12 ჯერ გაიყვანა გუნდი მინდორზე. თამაში კი, როგორც თვითონ ამბობს ქუთაისის „ნორჩ დინამოში“ დაიწყო.

– ჩემი პირველი მწვრთნელები: გივი ფირცხალავა, ტრისტან ვასაძე და ედიკა შავგულიძე იყვნენ. მოგვიანებით თბილისში გადმოვინაცვლე და „ლოკომოტივის“ რიგებში ჩავირიცხე. ამ გუნდში 2 წელი ვითამაშე. ამ ხნის განმავლობაში ჭაბუკთა ლიგა მოვიგეთ. დასამახსოვრებელი მომენტი იყო. აქ თამაშის საშუალება მომცეს გოდერძი ჩიხრაძემ, პაატა გოცირიძემ, ვაჟა ტორონჯაძემ და შალვა ნადირაძემ. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. 2004 წელს ბატონი ბესო და გოდერძი ჩიხრაძეების თაოსნობით ჩამოყალიბდა საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, სადაც გუნდის კაპიტანი გავხდი. ამ კლუბში 2012 წლამდე ვითამაშე, რაც დაუვიწყარი იყო ჩემთვის. 2011 წელს ჩვენი ქვეყნის თასს დავეუფლეთ და უეფას თასზე ვითამაშეთ. ეს ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ჩემს საფეხბურთო კარიერაში.

– 2012 წლის შემდეგ რა მოხდა?

– ჯერ ფოთში გადავედი, შემდეგ კი ბათუმის „დინამოში“, მაგრამ სერიოზული ტრავმა მივიღე და ამის გამო 3 წელი გამიცდა. სხვათაშორის პირველი ტრავმა „ანართოსისთან“ უეფას თასის შეხვედრაში მივიღე. გოლი კი გავიტანე, მაგრამ მაგ მომენტში იდაყვი ამომივარდა. მომდევნო ტრავმა უკვე ბათუმის „დინამოში“ შემემთხვა. 3 ოპერაცია დამჭირდა, იმის გამო, რომ პირველი 2 არასათანადოდ ჩამიტარდა.

ბოლოს, ოპერაციის გაკეთება თურქეთში მომიხდა. გოდერძი ჩიხრაძის სიძე, ბატონი ტატო მჭედლიძე დამიდგა გვერდში. კურატორობა გამიწია და მისი მეთვალყურეობის ქვეშ გამიკეთდა ოპერაცია, რამაც, საბოლოო ჯამში, დამაყენა კიდეც ფეხზე. ეს ხალხი და ჩემი მშობლები რომ არ ყოფილიყვნენ, ჩემი საფეხბურთო კარიერა დამთავრებული იყო. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გოდერძი ჩიხრაძეს და ტატო მჭედლიძეს თანადგომისთვის.

– სამი წლის შემდეგ ფეხბურთს დაუბრუნდი?

კვლავ „გაგრაში“ დავბრუნდი და უკვე სხვა გუნდი დამხვდა. მთავარი მწვრთნელი გაგა კირკიტაძე იყო. მადლობა გაგას, რომ თამაშის საშუალება მომცა. ჩვენ ერთად ვთამაშობდით ჯერ კიდევ „ლოკომოტივში“, შემდეგ „გაგრაში“ და ვმეგობრობდით. საფეხბურთო კარიერის დამთავრების შემდეგ მწვრთნელი გახდა. ისევ „გაგრა“ დამეხმარა ფეხბურთში დაბრუნებასა და ფორმაში ჩადგომაში. შემდეგ თბილისის „მერანში“ გადავედი, მერე მარტვილშიც ვითამაშე და წელს კვლავ დავბრუნდი.

– კაპიტნის რანგში, როგორც ძველად. როგორია იყო „გაგრას“ კაპიტანი?

– გუნდში რომ ირიცხები, უკვე დიდი პასუხისმგებლობაა. ყველამ ვიცით რა მტკივნეულია ჩვენთვის აფხაზეთი და მით უმეტეს ამ გუნდის კაპიტნობა დიდი პატივია და პასუხისმგებლობა. მინდორზე ყოფნისას მთავარია თანაგუნდელებს მოტივაცია აუმაღლო, როცა თამაში არ მიგდის შეიძლება შეუძახო, გამოაფხიზლო, აუხსნა და ამით მატჩის მსვლელობაში გარკვეული კორექტივები შეიტანო. მიმაჩნია, რომ კაპიტანი გუნდის ავტორიტეტი უნდა იყოს.

– როგორც კაპიტანს, თამაშის მსვლელობისას მსაჯებთან ურთიერთობაც გიწევს?

– მსაჯებს რაც შეეხება, ვცდილობ მათთან ნაკლებად ვისაუბრო. აზრი არ აქვს. მე მსაჯზე ზემოქმედება არ მომიხდენია, მაგრამ პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როცა მაგალითად, დადებული პენალტი გაუუქმებიათ ან თამაშის დასრულების შემდეგ შეცდომა უღიარებიათ.

– რომ შევადაროთ ერთმანეთს ძველი „გაგრა“ და წლევანდელი, რა განსხვავებაა მათ შორის, როგორ შეიძლება, რომ გუნდმა ძველი დიდება დაიბრუნოს?

– ძველ „გაგრას“ ანატოლი პისკოვეცი წვრთნიდა. ის გუნდში იმ დროს მოვიდა, როცა „გაგრა“ პირველ ლიგაში დაქვეითდა. მწვრთნელმა შეინარჩუნა ძირითადი ბირთვი, რამდენიმე პოზიციაზე გამოცდილი ფეხბურთელები დაიმატა, გუნდი და სტაფი ერთ ორგანიზმად შეკრა, გავიარეთ ორი შეკრება და მომდევნო წელს ქვეყნის თასი მოვიგეთ და უმაღლესი ლიგის საგზურიც მოვიპოვეთ. გუნდი სტაბილურად ძლიერად თამაშობდა. თასის გზაზე დავამარცხეთ უმაღლესი ლიგის გუნდები: „ვიტ ჯორჯია“, ფოთის „კოლხეთი“, თბილისის „დინამო“, ფინალში კი ქუთაისის „ტორპედო“. ეს დაუვიწყარი წელი იყო.

გუნდი ახლაც კარგია. რამდენიმე თამაშში არ გაგვიმართლა, თორემ ადვილი შესაძლებელია დღეს პლეი ოფის ზონაში ვყოფილიყავით. სიტუაცია გუნდში იმას ჰგავს, რაც მაშინ იყო. სამწვრთნელო შტაბმა ისე შეარჩია ფეხბურთელები, რომ გუნდი ერთ ორგანიზმად გადაიქცა. რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერება არ იქნებოდა ცუდი და პლეი ოფის საგზურიც რეალობა გახდება. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ.

– გუნდში ვინ არის შენი საუკეთესო პარტნიორი?

– იმის გათვალისწინებით, რომ ზვიად მეტრეველთან ერთად დიდი ხანია ვთამაშობ და ვმეგობრობ, საუკეთესო პარტნიორიც ის არის. ერთმანეთის წინააღმდეგაც ხშირად გვითამაშია. ის ფორვარდია, მე მცველი და მინდვრიდან დასისხლიანებულნიც გამოვსულვართ. ამ მომენტიდან ორ კვირაში ზვიადის ქორწილში მეჯვარე ვიყავი და იქ შევრიგდით (იცინის).

– თავიდანვე მცველი იყავი?

– არა, თავიდან საყრდენის პოზიციაზე ვთამაშობდი და პისკოვეცმა დამწია ცენტრალურ მცველად. ისე მივეჩვიე ამ პოზიციას, რომ შემიყვარდა კიდეც.

– როგორი უნდა იყოს კარგი ცენტრალური მცველი?

– პირველ რიგში, სათამაშო დისციპლინას უნდა იცავდეს. მინდვრის ხედვა უნდა ახასიათებდეს და თავით თამაშობდეს უნაკლოდ. ოპერაციამდე კარგად ვთამაშობდი, იყო სეზონები, როცა 9 გოლი გამქონდა.

– შენი აზრით, ვინ არის დღეს მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველი?

– ალბათ, ვან დეიკი, დღეს მართლა საუკეთესოა. ისე ძალიან მომწონდა პუიოლი. მართალია „მანჩესტერ იუნაიტედის“ გულშემატკივარი ვარ, მაგრამ სიამოვნებით ვითამაშებდი მის გვერდით.

– „მანჩესტერ იუნაიტედი“ ვერ არის დღეს ისეთი, როგორიც სერ ალექსის ეპოქაში…

– ვფიქრობ, მანჩესტერი ფერგიუსონს ისე მიეჩვია, რომ თაობათა ცვლის შემდეგაც ვერ გადაეწყო სათანადო რელსებზე.

– ეროვნულ ნაკრებს ხვალ შესარჩევი ეტაპის თამაში აქვს, რას იტყვი მასზე?

– გიბრალტარს უნდა მოვუგოთ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ერთა ლიგიდან კი ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე უნდა გავიდეთ. გამოჩნდა, რომ ერთა ლიგაზე ჩვენზე უკეთესი გუნდები არ თამაშობენ და ამით, აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ.

კაპიტანი