გუშინ ოფიციალურად გაიხსნა ქართული საფეხბურთო სეზონი. წლის პირველ ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს თბილისის “დინამო”და “გაგრა” დაუპირსპირდნენ, გუნდებმა სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი გაითამაშეს. როგორც მოგეხსენებათ, “დინამო” შარშან საქართველოს ჩემპიონი გახდა, “გაგრამ” კი, საქართველოს თასი მოიგო.
შეხვედრა ძალიან დაძაბული და უხგოლიანი გამოდგა, გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გადაწყდა. პირველ ტაიმში “გაგრა” სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ეს ანგარიშშიც აისახა. მე-13 წუთზე ლუკა კიკაბიძის შესრულებულ სტანდარტს გიორგი ქობულაძე გამოეხმაურა და თავური დარტყმით “გაგრა” წინ გაიყვანა. გოლამდე ძალიან კარგი მომენტი ჰქონდა თამაზ მაქაცარიას, თუმცა მისი დარტყმული დინამოელთა მეკარემ მოიგერია. საბოლოოდ ტაიმი გაგრელთა დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.
მეორე ტაიმში “დინამომ” სწრაფი გოლი გაიტანა. მარჯვენა ფლანგიდან სპორტსკლეიდმა საჯარიმოში ჩააწადო, კობოურმა მარუშიჩს კარგად დაუგორა ბურთი და “დინამოს” ლეგიონერმაც ანგარიში გაათანაბრა – 1-1. 67-ე წუთზე “დინამო” წინ გავიდა. გიორგი გაბედავამ საჯარიმოში ბურთი დაამუშავა და მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მისი გუნდი დააწინაურა. “გაგრამ” ანგარიში მალევე გაათანაბრა – კუთხურის შემდეგ ჩადუნელმა უკანა ძელისკენ გაგზავნა ბურთი, სადაც ლუკა ნოზაძე იმყოფებოდა და მანამ უპრობლემოდ აიღო მეტოქეის კარი – 2-2.
საბოლოოდ გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა, სადაც “დინამომ” ყველა პენალტი ზუსტად გამოიყენა, “გაგრამ” კი, მხოლოდ ერთი გააფუჭა და გამარჯვება “დინამოს” დარჩა.
დინამო – გაგრა 2-2 (პენ 5-4)
დინამო: კვასხვაძე, პაპავა (C), ბენიო, მონხილი, სპორსკლეიდი, კობოური (იაშვილი 79), მექვაბიშვილი, რადინი, ქარდავა (კუცია 59), გაბედავა, მარუშიჩი (ახვლედიანი 79)
გაგრა: კერესელიძე, ხოსიტაშვილი (C), ნოზაძე, ჩადუნელი, ქობულაძე, ვეკუა (მარკოზაშვილი 71), სულთანიშვილი (კაკიაშვილი 59), ხაბელაშვილი (იონანიძე 65), სამუშია (საჯაია 71), კიკაბიძე (მუმლაძე 59) , მაქაცარია
გოლები: ქობულაძე (13), მარუშიჩი (47), გაბედავა (67), ნოზაძე (78)
გამოყენებული პენალტები: სპორსკლეიდი, კუცია, მონხილი კვასხვაძე, გაბედავა – ხოსიტაშვილი, კაკიაშვილი, ჩადუნელი, მაქაცარია
გაფუჭებული პენალტი: მარკოზაშვილი