1 აპრილიდან ჩვენს ლიცენზირების მენეჯერს, ლევან მეტრეველს ვემშვიდობებით. ლევანმა გუნდი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვა. იგი წლების განმავლობაში გვერდში ედგა გუნდს, რისთვისაც გვინდა გადავუხადოთ მადლობა, ვუსურვოთ წარმატება და წინსვლა.
მთავარი სიახლე
გაგრამ ახალი, ეროვნული ლიგის 35-ე სეზონისთვის შემადგენლობა სრულად დააკომპლექტა. სატრანსფერო აქტივობა დასრულებულია – გთავაზობთ კლუბში ახალმოსულთა სიასა და საერთო განაცხადს: მოვიდნენ: ლევან კაკუბავა (საბურთალო); თორნიკე ჯანგიძე (დინამო თბილისი II); გიორგი ლაცაბიძე (საბურთალო); ანდრო ნემსაძე (სიონი); ბექა შუბითიძე (სპაერი); კახა კაკაშვილი (შუქურა); ლევან ჟორდანია (სიონი); მათეუს მარკონდელე (Hegelmann); თორნიკე ოქრიაშვილი (უგუნდოდ); ლუკა ჩაგანავა (სიონი); ზურაბ…
გაგრა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლეგიონერით გაძლიერდა. ჩვენს კლუბს ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი მათეუს მარკონდელე შეუერთდა. 26 წლის მოთამაშემ კლუბთან ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა. მარკონდელე უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა, ცაცია ბრაზილიელს როგორც გამთამაშებლად, ისე ვინგერის პოზიციებიდან თამაში შეუძლია. მისთვის გაგრა პირველი ევროპული გამოცდილება არ არის. გასულ სეზონში მარკონდელე ლიეტუვის ჩემპიონატში, ჰეგელმანის რიგებში გამოდიოდა.
გამოცდილი ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა გაგრაში ითამაშებს. 32 წლის მოთამაშე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა. კაკუბავა საფეხბურთო სამყარომ დინამო თბილისიდან გაიცნო. დინამოს გარდა, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქართული კლუბების რიგებში, ევროტურნირებზე არაერთი მატჩი ჩაატარა. წარსულში, ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებაც დაიცვა. ლევანი საქართველოს თასის ოთხგზის გამარჯვებულია. ბოლო ორი…
მომავალ სეზონს ახალი მიზნებით, ამბიციებითა და შემადგენლობით შევხვდებით! მანამდე კი გვინდა წარმატება ვუსურვოთ იმ მოთამაშეებს, რომლებსაც დამდეგი სეზონის წინ დავემშვიდობეთ: თამაზ მაქაცარია, ოთარ ფარულავა, ზურაბ სეხნიაშვილი, ნიკოლოზ ჭანტურია, ივანე ხაბელაშვილი, გიორგი ბუხაიძე, ტამიმუ უორუ, არფანგ დაფე, მარიო შარბელ ბა
გაგა კირკიტაძე: „ჩვენი მიზანი უცვლელია“ სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული ლიგის დასკვნითი ეტაპის დრო დადგა. 1 ოქტომბერს „გაგრა“ „დინამო არენაზე“ გორის „დილას“ ეთამაშება და პოზიციების გამყარებას შეეცდება. გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, სადაც მთავარმა მწვრთნელმა გაგა კირკიტაძემ მზადების პროცესი შეაფასა. – ჩვენი მიზანი უცვლელია. გუნდი ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებს. ვფიქრობ, ამისთვის მზად ვართ. გვესმის, რომ დასკვნით ეტაპზე…
ოლექსანდრ ვორობეი, – უკრაინელი მეკარე ლვოვიდან. „გაგრამ“ მასთან კონტრაქტი წლის ბოლომდე გააფორმა, ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. საქართველოში ჩამოსვლამდე ფეხბურთელი უკრაინის პირველი ლიგის კლუბ „ალიანსში“ თამაშობდა. ის გუნდს საფრანგეთიდან შემოუერთდა. – ოლექსანდრ, როგორ მოხვდი საქართველოში? – „გაგრას“ პრეზიდენტი ბატონი ბესო ჩიხრაძე ჩემს აგენტს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლა შემომთავაზა. მე ბევრი არ მიფიქრია და წინადადებას სიხარულით დავთანხმდი….
ახალი პროექტები „გაგრა“ განვითარების თვისობრივად სხვა ფაზაში გადადის, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობამ ახალ პროექტებზე მუშაობა დაიწყო. ამ პროექტების ფარგლებში შეიცვლება მიდგომა, როგორც კლუბის მენეჯმენტის კუთხით, ისე ფეხბურთელებისადმი. ამიერიდან „გაგრა“ მეტად ორიენტირებული იქნება უცხოურ ტრანსფერებზე. ამის გამოცდილება გუნდს გააჩნია. გულშემატკივარს ახსოვს თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერი. ბოლოს მსგავსი რამ გასული სეზონის ბოლოს მოხდა, როცა მეკარე კერესელიძე თბილისის „დინამოში“ გადავიდა….
თამაზ მაქაცარიამ ფეხბურთის თამაში გუბაზ დოლიძის აკადემიაში დაიწყო. 15 წლის ასაკში ის ვოვა ხაჩიძემ შეამჩნია და სათამაშოდ „ცხინვალში“ წაიყვანა. 16 წლისამ პირველ გუნდში 7 გოლის გატანა მოახერხა. ითამაშა ჩვენი ქვეყნის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა და ევროტურნირები. მერე იყო ბათუმი და ცხინვალში დაბრუნება, 21 გოლი ჩემპიონატში და გადაბარგება რუსთავში. 2020 წლიდან მაქაცარია „გაგრას“ შეუერთდა, სადაც კარიერის საუკეთესო…
ზაფხულის არდადეგებს „გაგრა“ მნიშვნელოვანი სახეცვლილებით შეეგება. გუნდი დატოვეს ლიდერებმა – ვაწაძემ, კვირკვიამ, კვერკველიამ, ქურდაძემ, ჩოგაძემ, ვეკუამ. კლუბის ხელმძღვანელობას, ფაქტობრივად, ახალი გუნდის შექმნა მოუხდა. მალე გამოჩნდნენ შემცვლელებიც. „გაგრაში“ დაბრუნდა ფორვარდი თაზო მაქაცარია, რომელიც შარშანდელ სეზონში, ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. გუნდს შეუერთდნენ ლომინაძე, ლომთაძე, – ლეგიონერები: ბენინის 20-წლამდელთა ნაკრები გუნდის წევრები, ვინგერი და საყრდენი ნახევარმცველი. ამას…
ეროვნული ლიგის პირველი წრე დასრულდა. 9 ტურის შემდეგ „გაგრამ“ 11 ქულა მოაგროვა. 3 თამაში მოიგო, ორი კი ფრედ დაასრულა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე იმყოფება. კლუბმა დაამარცხა „ლოკომოტივი“, „საბურთალო“ და თბილისის „დინამო“, რაც იოლი საქმე ნამდვილად არ არის. ეროვნული ლიგიდან წელს ამოსული გუნდისთვის, შთამბეჭდავი შედეგია. ეს წარმატება „გაგრას“ ახალგაზრდა მწვრთნელს გაგა კირკიტაძეს უკავშირდება. ახალგაზრდა სპეციალისტი…