შარშანდელ სეზონში „გაგრამ“ ვერ მოახერხა ეროვნულ ლიგაში აღზევება, სამაგიეროდ, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ ჩვენი გუნდის 19-წლამდელებს. ვერცხლის ლიგის 7-გუნდა ჩემპიონატში, რომელიც 3 წრედ გაიმართა, გაგრელებმა 15 თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 2 მარცხი იწვნიეს. საბოლოო ჯამში, ვერცხლის ლიგა მოიგეს და ოქროს ლიგის საგზური მოიპოვეს. ეს დიდი წარმატება „გაგრას“ 19-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელს პაპუნა ტაბაღუას…
სიახლეები
2 მარტს სტარტს აიღებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების ახალი სეზონი, პირველ ტურში „გაგრა“ მუხიანში ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლებს. ფეხბურთის მოყვარულები და სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ წლევანდელი სეზონი ლიგა 2-ში უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება, ვიდრე შარშანდელი იყო. ამ მოსაზრებას თავისი ობიექტური არგუმენტები გააჩნია, წელს ლიგა 2-ში საინტერესო გუნდებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც ასევე გამოცდილი და საინტერესო მწვრთნელები…
სეზონის ფინიშზე „გაგრა“, შეიძლება ითქვას, სათამაშო ფორმის პიკზე გავიდა. გუნდმა მიჯრით ორი თამაში მოიგო და ამით, ფაქტობრივად, პროგრამა მინიმუმი შეასრულა. გაგა კირკიტაძის გუნდი პლეი აუტის ზონას 7 ქულით უსწრებს და დარჩენილ 4 ტურში ნაკლებად სავარაუდოა პოზიციები დათმოს. მით უფრო, რომ მთავარი კონკურენტები („ზუგდიდი“, „გურია“, „ცხინვალი“) ერთმანეთს ეთამაშებიან. „გაგრამ“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან თბილისის „შევარდენი 1906-თან“…
ეროვნული ლიგა-2 ფინიშის სწორზე გავიდა და ნებისმიერ ქულას ოქროს ფასი აქვს. „გურიასთან“ შეხვედრაში „გაგრამ“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა და სატურნირო ცხრილში მდგომარეობა განიმტკიცა. ამჟამად გაგა კირკიტაძის ბიჭები 31 თამაშში მოპოვებული 35 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფებიან. ცუდი ის არის, რომ მძიმედ დაშავდა ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი ჯაბა კასრელიშვილი, ხოლო მარჯვენა მცველმა ვასილ ხოსიტაშვილმა მეოთხე ყვითელი…
„გაგრამ“ „ცხინვალი“ 3:1 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვა. ისე მოხდა, რომ წლევანდელ სეზონში გუნდში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა, ამიტომ ჩვენ ბიჭებს სტაბილურად მაღალ დონეზე თამაში უჭირთ. აქედან გამომდინარე „გაგრამ“ ზედიზედ 3 შეხვედრა წააგო და შეიქმნა მდგომარეობა, როცა „ცხინვალთან“ უკან დასახევი გზა აღარ ჰქონდა. სასიხარულოა, რომ გაგა კირკიტაძის გუნდს გადამწყვეტ მომენტებში მობილიზების უნარი გააჩნია და…
ნავსი გატყდა. რამდენიმე წარუმატებელი თამაშის შემდეგ „გაგრამ“ მოიგო, თანაც ლამაზ სტილში. ორი უპასუხო გოლი გაუტანა გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „შევარდენი 1906“ და ამ გამარჯვებით, პირველ რიგში, თვითრწმენა გაიღრმავა. ასეთი მატჩი ჩვენ გუნდს ადრეც ჰქონდა ლიდერ „მერანთან“, „ძელებიც ჩამოუხსნა“ მეტოქეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანა. ამჯერად კი საქმე ისე წარიმართა, როგორც „გაგრას“ მთავარ მწვრთნელ გაგა კირკიტაძეს ჰქონდა დაგეგმილი….
განახლებული სეზონის პირველივე მატჩში „გაგრას“ გათამაშების ლიდერ თბილისის „მერანთან“ მოუხდა თამაში. ეს დაპირისპირება ისეთი ხასიათის იყო, რომ ორივე გუნდს შეეძლო მოგება. საბოლოო ჯამში, კი შეხვედრა უგოლო ფრით დასრულდა. შეიძლება ეს ანგარიში ლოგიკურიც იყო, მაგრამ გაგრელები განსაკუთრებით მეორე ტაიმში აშკარად სჯობდნენ მეტოქეს და ოდნავ რომ გამართლებოდათ, აუცილებლად გაიმარჯვებდნენ. გაგა კირკიტაძის გუნდი სეზონს განახლებული შემადგენლობით შეხვდა. გუნდში…
სეზონის განახლებას „გაგრა“ არაერთი სიურპრიზით ხვდება. განხორციელდა საკადრო ცვლილებები, ახლახანს გუნდმა მემორანდუმი გააფორმა ბალტიის საფეხბურთო სკოლების გაერთიანებასთან, რაც სამომავლოდ კლუბისთვის დიდ პერსპექტივას ხსნის. ამ და სხვა სიახლეებზე საუბრობს ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი შანიძე. – ამ დღეებში ლატვიის დედაქალაქ რიგას ვეწვიე, სადაც ნაყოფიერი შეხვედრები მქონდა ბალტიის საფეხბურთო სკოლების გაერთიანების ხელმძღვანელობასთან. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც…
მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩვენმა კლუბმა აქტიურად დაიწყო და სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ორ დღეში პირველი ტრანსფერი განახორციელა ლაშა ოზბეთელაშვილის სახით. ლაშა პოზიციით თავდამსხმელია და იგი ჩვენს კლუბს თბილისის ,,ლოკომოტივიდან” იჯარის წესით შემოუერთდა. აქვე მოგახსენებთ,რომ ლაშას საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას მან გასულ წელს ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა….
მუხიანის სპორტულ კომპლექსში, „გაგრასა“ და „თელავს“ შორის, ისეთი ბრძოლა გაჩაღდა, ნამდვილ ფეხბურთს რომ ეკადრება. გასულ სეზონში, გაგრელთა მწვრთნელი გაგა კირკიტაძე „თელავის“ მთავარი მწვრთნელის დენის ხომუტოვის თამაშემწე იყო და შესანიშნავად იცის მისი საფეხბურთო ხედვა. შესაბამისად, მან გუნდისთვის ისეთი ტაქტიკა შეარჩია, რომელიც თელაველთა სწრაფი შემტევების მოქმედების არეალს ზღუდავდა. ხელსაყრელ მომენტში კი „გაგრა“ სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდა. ამ…