
შარშანდელ სეზონში „გაგრამ“ ვერ მოახერხა ეროვნულ ლიგაში აღზევება, სამაგიეროდ, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ ჩვენი გუნდის 19-წლამდელებს. ვერცხლის ლიგის 7-გუნდა ჩემპიონატში, რომელიც 3 წრედ გაიმართა, გაგრელებმა 15 თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 2 მარცხი იწვნიეს. საბოლოო ჯამში, ვერცხლის ლიგა მოიგეს და ოქროს ლიგის საგზური მოიპოვეს. ეს დიდი წარმატება „გაგრას“ 19-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელს პაპუნა ტაბაღუას…