ჩემპიონატის სტარტს „გაგრა“ აშკარად კარგ ფორმაში შეხვდა. გაგა კირკიტაძის გუნდმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა დიდი ანგარიშით. ამჯერად, სტუმრად საჩხერის „ჩიხურა“ დაამარცხა 4:0 და ერთპიროვნულად ლიდერობს გათამაშებას. სიხარულის საფუძველს იძლევა თამაზ მაქაცარიას თამაში. გაგრელთა ფორვარდმა ზედიზედ მეორედ მოახერხა დუბლის შესრულება და 4 გატანილი გოლით სათავეში უდგას ბომბარდირთა სიას. საჩხერეში თამაში იოლი არ არის და ეს კიდევ…
1-ელ მარტს საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 დაიწყება. “გაგრა” თავის პირველ მატჩში 2 მარტს მარტვილის “მერანს” დაუპირისპირდება. შეხვედრა ზესტაფონში, “დავით აბაშიძის სახელობის” სტადიონზე გაიმართება და 14:00 საათზე დაიწყება. …
გუშინ ოფიციალურად გაიხსნა ქართული საფეხბურთო სეზონი. წლის პირველ ოფიციალურ მატჩში ერთმანეთს თბილისის “დინამო”და “გაგრა” დაუპირსპირდნენ, გუნდებმა სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი გაითამაშეს. როგორც მოგეხსენებათ, “დინამო” შარშან საქართველოს ჩემპიონი გახდა, “გაგრამ” კი, საქართველოს თასი მოიგო. შეხვედრა ძალიან დაძაბული და უხგოლიანი გამოდგა, გამარჯვებულის ბედი კი პენალტების სერიაში გადაწყდა. პირველ ტაიმში “გაგრა” სათამაშო უპირატესობას ფლობდა და ეს ანგარიშშიც აისახა….
21 თებერვალს საქართველოს სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონი “დინამო თბილისი” და ქვეყნის თასის გამარჯვებული “გაგრა” დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა “მიხეილ მესხის სახელობის” სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება. ორივე გუნდი შეკრების ფინალურ ეტაპზე იმყოფება და ახალ სეზონს კვირას გასამართ სუპერთასის მატჩით გახსნიან. გაგრა გაგა კირკიტაძის გუნდმა შეკრება საქართველოში გაიარა. “გაგრამ” რამდენიმე სპარინგ-მატჩი გამართა, სადაც აღსანიშნავია გამარჯვება…
საფეხბურთო კლუბი „გაგრა“ მომდევნო სეზონისთვის ემზადება. როგორც კლუბის სპორტული დირექტორი გიორგი შანიძე აცხადებს, – გუნდი წელს ეროვნული ლიგა 2-ში გამარჯვებისთვის იბრძოლებს, რაც ეროვნულ ლიგაში დაწინაურების საშუალებას იძლევა. დღეისთვის „გაგრას“ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა. კლუბი დატოვეს: ივანიაძემ, ლაღაძემ, ბუიღლიშვილმა, სანაშვილმა, ოქროპირიძემ, ერგემლიძემ (ის კარიერას თურქეთის „ადანასპორში“ გააგრძელებს), მანაგაძემ და პაპუაშვილმა. მათ ნაცვლად გაგრელთა შემადგენლობაში გამოჩნდნენ: ნახევარმცველი…
ეროვნული ლიგა 2-ის პირველ ტურში „გაგრამ“ ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლა. გულშემატკივარმაც მოიკალათა ტრიბუნაზე და მუხიანის სპორტულ კომპლექსში საზეიმო გარემომ დაისადგურა. გაგრელები სათამაშო და ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ. მოედნის ცენტრში ბურთს უნარიანად აკონტროლებდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს, მაგრამ შეტევის გადამწყვეტ ფაზაში ზუსტი დარტყმის განხორციელება უჭირდათ. რამდენიმე ეპიზოდში კი კარგად ითამაშა სტუმართა მეკარე მალხაზ ეხვაიამ. საბოლოო…
შარშანდელ სეზონში „გაგრამ“ ვერ მოახერხა ეროვნულ ლიგაში აღზევება, სამაგიეროდ, ბრწყინვალე სეზონი ჰქონდათ ჩვენი გუნდის 19-წლამდელებს. ვერცხლის ლიგის 7-გუნდა ჩემპიონატში, რომელიც 3 წრედ გაიმართა, გაგრელებმა 15 თამაში მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს და 2 მარცხი იწვნიეს. საბოლოო ჯამში, ვერცხლის ლიგა მოიგეს და ოქროს ლიგის საგზური მოიპოვეს. ეს დიდი წარმატება „გაგრას“ 19-წლამდე გუნდის მთავარ მწვრთნელს პაპუნა ტაბაღუას…
2 მარტს სტარტს აიღებს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშების ახალი სეზონი, პირველ ტურში „გაგრა“ მუხიანში ზუგდიდის „დინამოს“ უმასპინძლებს. ფეხბურთის მოყვარულები და სპეციალისტებიც თანხმდებიან, რომ წლევანდელი სეზონი ლიგა 2-ში უფრო დაძაბული და საინტერესო იქნება, ვიდრე შარშანდელი იყო. ამ მოსაზრებას თავისი ობიექტური არგუმენტები გააჩნია, წელს ლიგა 2-ში საინტერესო გუნდებმა მოიყარეს თავი, რომლებსაც ასევე გამოცდილი და საინტერესო მწვრთნელები…
სეზონის ფინიშზე „გაგრა“, შეიძლება ითქვას, სათამაშო ფორმის პიკზე გავიდა. გუნდმა მიჯრით ორი თამაში მოიგო და ამით, ფაქტობრივად, პროგრამა მინიმუმი შეასრულა. გაგა კირკიტაძის გუნდი პლეი აუტის ზონას 7 ქულით უსწრებს და დარჩენილ 4 ტურში ნაკლებად სავარაუდოა პოზიციები დათმოს. მით უფრო, რომ მთავარი კონკურენტები („ზუგდიდი“, „გურია“, „ცხინვალი“) ერთმანეთს ეთამაშებიან. „გაგრამ“ გათამაშების ერთ-ერთ ლიდერთან თბილისის „შევარდენი 1906-თან“…