ჭაბუკთა ლიგის მე-3 ტურის შეხვედრა გამართა გაგრას 17-წლამდე გუნდმაც. გაგრელებმა “ფკ გორს” უმასპინძლეს და მეტოქეს ფრეზე გაეყარნენ. შეხვედრაში 33-ე წუთზე გორელები თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ, თუმცა ზუსტად სამ წუთში გორის მეკარემ ბურთი ხელში წესების დარღვევით აიღო და თავისუფალი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ლუკა ნონიაშვილმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.

მეორე ნახევარში გაგრელები დომინირებდნენ, განსაკუთრებით ბოლო 10-წუთში გაიზარდა ზეწოლა, როდესაც მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა იუხეშა და მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. ამის მიუხედავად გაგრელებმა გოლის გატანა ვერ მოახერხეს და შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა.

გაგრა 1 – 1 გორი | 17-წლამდე ლიგა
გოლები: 0-1 ნიკა კუპრეიშვილი (პენ.) 33′, 1-1 ლუკა ნონიაშვილი 36′

გაგრა: კალანდაძე, ზენაიშვილი, აღდგომელაშვილი, ჯიშკარიანი, ბურდული, ლიპარტელიანი, ნონიაშვილი, მაყაშვილი, ნიკოლეიშვილი, ფაჩულია, ჭანია

სათადარიგო: ჩახნაშვილი, ჯახუტაშვილი, ზარარსიზი, ვაშაყმაძე, ჩიხრაძე, შუბითიძე, კორინთელი

მთ. მწვრთნელი: დავით მაჩიტიძე
მწვრთნელები: გიორგი მელიქიშვილი, გურამ დოლიძე