დღეს, 1-ელ აპრილს, ჭაბუკთა ლიგის კალენდარული მატჩი გაგრას ორმა ასაკობრივმა გუნდმა ითამაშა. 15-წლამდე გაგრელებმა საგურამოში, ლოკომოტივის თანატოლთა გუნდი, ანგარიშით 1-0 დაამარცხეს, ხოლო 17-წლამდე გაგრელები გორის დილას დაუხვდნენ და 3-0 დამარცხდნენ.

სათამაშო დღე თბილისში, შრომითი რეზერვების სტადიონზე დაიწყო, სადაც გაგრას 17-წლამდე გუნდი გორის დილას მასპინძლობდა. წინა ტურის მატჩის მსგავსად, გაგრელებს მატჩის დებიუტშივე შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, თუმცა ლუკა ტორონჯაძემ თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ გორელებმა სამჯერ მოახერხეს გოლის გატანა და ჯგუფს კვლავ ერთპიროვნულად ლიდერობენ. გაგრა კი 2 ქულით კვლავ მე-4 ადგილზეა.

გაგრა 0-3 დილა გორი | 17-წლამდე ლიგა

გაგრა: კალანდაძე, აჭარაძე, აღდგომელაშვილი, ტერელაძე, ჯახუტაშვილი, ცირიკაშვილი, ჩარბაძე, ზარარსიზი, მაყაშვილი, კორინთელი, ტორონჯაძე

სათადარიგო: ჩახნაშვილი, ზენაიშვილი, შუბითიძე, კოტაძე, მაქაძე, ჯიშკარიანი, ჭანია

მთ. მწვრთნელი: დავით მაჩიტიძე
მწვრთნელები: გიორგი მელიქიშვილი, გურამ დოლიძე

 

წარმატებული გამოდგა დღის მეორე შეხვედრა, რომელშიც გაგრა საგურამოს ეწვია და ლოკომოტივს დაუპირისპირდა. შეხვედრა გაგრელთა უპირატესობით დაიწყო და საწყისი წუთები მთლიანად მეტოქის ნახევარზე მიმდინარეობდა, თუმცა მე-10 წუთზე მატჩის მთავარმა არბიტრმა, მანუჩარ კიკორიამ გაგრელ მცველს, თორნიკე დუნდუას წითელი ბარათი უჩვენა. მიუხედავად ამისა მატჩის პირველმა ნახევარმა რიცხობრივ უმცირესობაში მყოფ გაგრას სრული უპირატესობით წარიმართა, თუმცა პირველ ნახევარში გოლი არ გასულა. მეორე ნახევარში ლოკომოტივი გააქტიურდა და შეხვედრაც ორმხრივ შეტევებში მიმდინარეობდა, თუმცა შეხვედრის დასრულებამდე 2 წუთით ადრე, 68-ე წუთზე გაგრამ სწრაფი კონტრ-შეტევა განახორციელა, ერთი-ერთზე გასულმა თევდორე თელიამ თბილისელთა მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო და გაგრას პრინციპულ დაპირისპირებაში 3 ქულა მოუპოვა.

ამ დროისათვის ჯგუფს სფფ აკადემია ლიდერობს, რომელსაც 15-ქულა აქვს, ამდენივე ქულა და ერთი ჩატარებული თამაშით მეტი აქვს გაგრას, ხოლო 12 ქულით ლოკომოტივი მე-3 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო ტურში გაგრა გათამაშების ლიდერ სფფ აკადემიას მიიღებს.

ლოკომოტივი 0-1 გაგრა | 15-წლამდე ლიგა
გოლი: 68′ თევდორე თელია

გაგრა: ბესელია, დუნდუა, ხაპოევი, თამაზაშვილი, იაძე (კ), თელია, შ. წამალაშვილი, გურული, ტაბატაძე, ბუთხუზი, ვასაძე

სათადარიგო: ბითაძე, ქათამაძე, ებრალიძე, ბეგლარიშვილი, ჩუბინიძე, ხუბულავა, ჯიქია

მთ. მწვრთნელი: ანზორ ცხვიტავა
მწვრთნელი: ვალერი ღვინიაშვილი