დღეს, 12 მარტს ღია ლიგისა და 2004 წელს დაბადებულთა ელიტ ლიგის პირველი ტურის მატჩები გაიმართა.

სათამაშო დღე 09:30 საათზე, ავაზას სტადიონზე, ღია ლიგის ფავორიტების, “გაგრა 2”-ისა და “ცხინვალი 2” ის დაპირისპირებით დაიწყო და შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა. გაგრელთა მხრიდან გოლები ობოლაძემ და ცირიკაშვილმა გაიტანეს.

ცხინვალი II 2-2 გაგრა II | ღია ლიგა – I ტური

გაგრა: ქუთათელაძე, ხოსიტაშვილი, ელიზბარაშვილი, ხასაია, ჯანიაშვილი, ცირიკაშვილი, შამათავა (ჭვრიტიძე), ობოლაძე, ჯავახიშვილი, გაჩეჩილაძე (მაყაშვილი), სპანდერაშვილი

მთ. მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჭელიძე

დღის მეორე მატჩი 13:00 საათზე, თემქაზე მდებარე სტადიონ შატილზე გაიმართა, სადაც ელიტ ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, 14-წლამდე გაგრელებმა გორის გორს უმასპინძლეს. შეხვედრა გაგრას გამარჯვებით, ანგარიშით 2-0 დასრულდა. გაგრელთა მხრიდან გოლები ნიკა წითელაურმა და ბაჩო ხვისტანმა გაიტანეს.

გაგრა 2-0 ფკ გორი | ელიტ ლიგა 2004

გაგრა: გუგუშვილი, მამაცაშვილი, ხვისტანი, პირველი, ბენდიანიშვილი, წითელაური, მამადაშვილი, ხანთაძე (კ), წამალაშვილი, ღლონტი, შამფრიანი

შეცვლაზე შევიდნენ: დევიძე, მელაშვილი, ბოჭორიშვილი, ღუღუნიშვილი

მთ. მწვრთნელი: გიორგი მელიქიშვილი