დასრულდა ეროვნული ლიგა 2-ის მე-6 ტურის მატჩები. შეხვედრები 13, 14 და 15 აპრილს გაიმართა.
ტურის პირველ დღეს სამი შეხვედრა, მცხეთაში, მარტვილსა და თელავში გაიმართა. მცხეთა პარკზე ვიტ ჯორჯიამ ქობულეთის შუქურას, თელავის გივი ჩოხელზე, ადგილობრივმა თელავმა შევარდენს, ხოლო მარტვილში მერანმა წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა. თელავსა და მცხეთაში გამართული შეხვედრები ფრედ, 0-0, ხოლო მარტვილში 2-2 დასრულდა.
გაგრელებმა მე-6 ტურის შეხვედრა 14-აპრილს გამართეს. გაგრამ ტექნიკურ ცენტრ “ბასაზე” ცხინვალს უმასპინძლა და 2-0 დამარცხდა. მიმდინარე სეზონში ეს გაგრელთა პირველი მარცხი იყო. ცხინვალელთა მხრიდან გოლები ზვიად მეტრეველმა და კობა შალამბერიძემ გაიტანეს.
რაც შეეხება ტურის ბოლო შეხვედრას, იგი ქუთაისში გაიმართა. ბათუმის დინამომ თბილისის ნორჩ დინამოს უმასპინძლა და დრამატულ ბრძოლაში, ანგარიშით 3-2 დაამარცხა. ბათუმელთა მხრიდან ერთი გოლი გიორგი ილურიძემ, ხოლო დუბლი ფლამარიონ ჯოვინომ გაიფორმა. ნორჩ დინამოელთაგან კი თითო გოლი იაგო დეისაძემ და გოგი ფიფიამ გაიტანეს.
გაგრა 0-2 ცხინვალი
გაგრა: ვადიმ შევჩუკი, ავთანდილ ბრაჭული, ევჰენი ზახარჩენკო, ნიკა მაგრაქველიძე, რატი ცაცკრიალაშვილი (თორნიკე გაფრინდაშვილი 46′), ლევან პაპავა (კ), თამაზ ლომსაძე (ალექსანდრე გამცემლიძე 65′), ანდრო სოფრომაძე, ლუკა ვარძელაშვილი (ივანე ხაბელაშვილი 25′), გოგიტა გოგატიშვილი, ერეკლე სულთანიშვილი
სათადარიგო: ლევან ისიანი, ვასილ ხოსიტაშვილი, თორნიკე გაფრინდაშვილი, ივანე ხაბელაშვილი, ალექსანდრე გამცემლიძე, ნუგზარ სპანდერაშვილი, ერეკლე კილაძე
მთ. მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
ცხინვალი: დავით კერესელიძე, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ცერცვაძე (კ), გიორგი მაღალდაძე (გიორგი ჯოხაძე 65′), ზვიად მეტრეველი (თორნიკე კოკაია 71′), კობა შალამბერიძე (ლუკა ჯამარაული 85′), სანდრო ქრისტესიაშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ზვიად ლობჯანიძე, ნიკა წივწივაძე, ლუკა გადრანი
სათადარიგო: ელმადი მამადოვი, საბა ნადირაძე, ნიკოლოზ კენჭაძე, ლუკა ჯამარაული, თორნიკე კოკაია, ანდრო ნემსაძე, გიორგი ჯოხაძე
მთ. მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე
გოლები: 0-1 ზვიად მეტრეველი (ზვიად ლობჯანიძე) 35′, 0-2 კობა შალამბერიძე (ზვიად ლობჯანიძე) 45+2
გაფრთხილება: გოგიტა გოგატიშვილი 65′, ალექსანდრე გამცემლიძე 75′ – ნიკა წივწივაძე 25′, გიორგი ცერცვაძე 27′, სანდრო ქრისტესიაშვილი 45′
მსაჯები:
არბიტრი – გ. ყრუაშვილი
პირველი ასისტენტი – ა. კოკაია
მეორე ასისტენტი – დ. კურტანიძე
მეოთხე მსაჯი – თ. ხუბულური
მე-7 ტურის შეხვედრები 20, 21 და 22 აპრილს გაიმართება:
20 აპრილი, პარასკევი
ნორჩი დინამო – მერანი | 16:00 | შატილი – თბილისი
შუქურა – გაგრა | 16:00 | რამაზ შენგელია – ქუთაისი
21 აპრილი, შაბათი
შევარდენი 1906 – ვიტ ჯორჯია | 14:00 | ტექ. ცენტრი “ბასა” – თბილისი
სამგურალი – თელავი | 16:00 | მურთაზ ხურცილავა – მარტვილი
22 აპრილი, კვირა
ცხინვალი – დინამო ბათუმი | 16:00 | მცხეთა პარკი – მცხეთა