საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად აზერბაიჯანთან და 2:1 დაამარცხა მეტოქე.
შეხვედრა ბაქოში, “დალგა არენაზე” გაიმართა.

მასპინძლებმა მეორე ტაიმში შეძლეს დაწინაურება, თუმცა ვასილ მაისურაძის შეგირდებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს. ჯერ საჯარიმოს გარედან უზუსტესი დარტყმით გაათანაბრა ანგარიში დავით მუჯირმა, მერე კი კაპიტანმა დავით სამურკასოვმა შეასრულა საგოლე თავური.

დაპირისპირებაში მონაწილეობა ორმა გაგრელმა, ლევან ისიანმა და ნუგზარ სპანდერაშვილმა მიიღო. ორივე მათგანი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო.

მწვრთნელმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ქავთარაძე, გაბიტაშვილი, ფურცელაძე, ყურშავიშვილი, ტაბატაძე, სამურკასოვი, ძებნიაური, ფოჩხუა, ბუღრიძე, ერგემლიძე, არველაძე.
შეცვლაზე შევიდნენ: ისიანი, კერელეიშვილი, ფაცაცია, ჯინჯოლავა, საღრიშვილი, ლეჟავა, მუჯირი, სპანდერაშვილი, დარცმელია.