2000 წელს დაბადებული შემტევი, გიორგი ივანიაძე გაგრას ზაფხულის შესვენებაზე, ქობულეთის შუქურადან შეუერთდა. მას, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე. იხილეთ გიორგი ივანიაძის კომენტარი მარტვილში გასამართი შეხვედრის წინ:

“გუნდში ადაპტაცია არ გამჭირვებია, რადგან ფეხბურთელების უმეტესობას ვიცნობდი და ძალიან კარგად დამხვდნენ. შტაბიც და მენეჯმენტიც ძალიან კარგი კადრებით არის დაკომპლექტებული, ახალგაზრდული და განვითარებისკენ მიმართული კლუბია და ძალიან მიხარია, რომ აქ მოვხვდი. ვხედავ მათ და ბიჭების თანადგომას, რაც ძალიან მსიამოვნებს და მოტივაციას მიორმაგებს. მოსამზადებელ ეტაპზე 10 დღიანი შეკრება გავიარეთ, რაც ვფიქრობ ძალიან დაგვეხმარება. ორი ამხანაგური მატჩიდან ორივეში გავიმარჯვეთ, მათ შორის ეროვნული ლიგის წარმომადგენელთან. დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი შედეგს მოიტანს და დასახულ მიზანს შევასრულებთ. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, მერანთან იოლ მატჩს ნამდვილად არ ველით, ვიცით, რომ ბრძოლა მოგვიწევს, მაგრამ საბრძოლო განწყობაა და ყველას გვჯერა, რომ შინ სამი ქულით დავბრუნდებით. აღნიშნული შეხვედრა ჩემთვის სადებიუტო იქნება და ეს ორმაგი მოტივაციაა. ვეცდები ჩემი წვლილი შევიტანო ხვალინდელ გამარჯვებაში!”

მერანისა და გაგრას დაპირისპირება ხვალ, 17:30 საათზე, მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება.