გაგრამ ნახევარფინალურ შეხვედრაში თბილისის დინამოს უმასპინძლა და 106-ე წუთზე, ვაჟა მათიაშვილის მიერ გატანილი გოლით, ანგარიშით 1-0 დაამარცხა მეტოქე. ისტორიაში მეორედ, გაგრა საქართველოს თასის ფინალში იასპარეზებს, კვლავ რანგით მეორე ლიგის წარმომადგენლის სტატუსით. მეტოქე კვლავ ქუთაისის ტორპედოა, რომელიც გაგრამ, 2011 წელს, სევასტი თოდუას მიერ 115-ე წუთზე, საკუთარ კარში გატანილი გოლით მოიგო.
გაგრა 1-0 დინამო თბილისი
გოლი: 105+1′ ვაჟა მათიაშვილი
გაფრთხილება: 119′ ლევან პაპავა – 62′ ნიკა ნინუა, 111′ დავით კობოური
გაგრა: შევჩუკი, ხოსიტაშვილი (C), სამხარაძე, თ. გაფრინდაშვილი, ხაბელაშვილი, ლომსაძე, გ. გაფრინდაშვილი, კაკიაშვილი, სპანდერაშვილი, კილაძე, სულთანიშვილი
სათადარიგო: ისიანი, კასრელიშვილი, მაგრაქველიძე, პაპავა, მათიაშვილი, გაბრიჩიძე, ივანიაძე
დინამო თბილისი: ბულისკერია, რუხაია (C), კობოური, ვაწაძე, ქოჩლაძე, ივანისენია, ხარაბაძე, ივანიშვილი, შენგელია, ქაფიანიძე, ნინუა
სათადარიგო: სიკაჩი, ლოჩოშვილი, ზარია, კუცია, ზივზივაძე, ერგემლიძე, გილმორი
- არბიტრი – ა. ნონიკაშვილი
- პირველი ასისტენტი – გ. ელიკაშვილი
- მეორე ასისტენტი – ა. კოკაია
- პირველი დამატებითი ასისტენტი – გ. ავაზაშვილი
- მეორე დამატებითი ასისტენტი – ტ. რუხაია
- მეოთხე მსაჯი – ბ. გლუშჩუკი
ფინალური დაპირისპირება 25 ნოემბერს, 17:00 საათზე, ბათუმის ანგისაზე გაიმართება.