სახელი/გვარი: იაკობ იაძე
ასაკი: 15 წლის
ამპლუა: განაპირა ნახევარმცველი
სიმაღლე: 180 სმ
წონა: 62 კგ
ასაკობრივი გუნდი: 15-წლამდე
გაგრაშია: 2017 წლიდან
რატომ ფეხბურთი?
პატარაობიდანვე მიყვარს ფეხბურთი, სიარულიც ბურთთან ერთად დავიწყე და ყოველთვის სიამოვნებას ვიღებდი მასთან კონტაქტით. ჩემი ოცნება იყო და არის გავხდე პროფესიონალი ფეხბურთელი.
სად დაიწყე თამაში და ვინ იყო პირველი მწვრთნელი?
თამაში დავიწყე საბერძნეთში, ქალაქ სალონისის გუნდ V.A.O-ში. პირველი მწვრთნელი იყო იორგოს სიფაკისი.
ფეხბურთთან დაკავშირებული პირველი საჩუქარი ვინ და რა გაჩუქა?
საბერძნეთში თამაშის დროს ერთ თამაშში 4 ბურთი გავიტანე. თამაშის შემდეგ დედამ, სტადიონთან მდებარე მაღაზიაში სათამაშო ფორმა მიყიდა.
როგორ მოხვდი გაგრაში?
ოლიმპში ვთამაშობდი, 2017 წელს მწვრთნელების, გიორგი მელიქიშვილისა და გურამ დოლიძის, ჩვენი და გაგრას წარმომადგენლების ინიციატივით გუნდის ძირითადი ბირთვი აქ გადმოვედით.
გახსოვს პირველი თამაში გაგრას მაისურით?
გაგრას მაისური პირველად ამხანაგურ მატჩში მოვირგე, რომელშიც ნორჩ დინამოს ფრედ, 1-1 ვეთამაშეთ. პირველი ოფიციალური მატჩი კი სფფ აკადემიის წინააღმდეგ. ის შეხვედრა 2-1 დავთმეთ.
პირველი გოლი?
გაგრას მაისურით პირველი გოლი თელავში გავიტანე, 5-0 მოვიგეთ. საგოლე გადაცემა გეგა თამაზაშვილმა გამიკეთა.
რომელ გოლს გამოარჩევდი?
2014 წელს, როცა ოლიმპში ვთამაშობდი, ფინალი გვქონდა ნორჩი დინამოს წინააღმდეგ. შეხვედრა 2-2 მორჩა, მეორე გოლი მე გავიტანე. ის შეხვედრა პენალტების სერიაში მოვიგეთ.
რა მოგწონს გაგრაში?
კარგი ურთიერთობა ხელმძღვანელობასა და ფეხბურთელებს შორის, მაღალი დონის ჩემპიონატში ვიღებთ მონაწილეობას, ძალიან შეკრული გუნდია, ხელმძღვანელობა ფინანსურადაც კარგად გვეხმარება და ა.შ.
რა მიგაჩნია საკუთარ თავში დადებით მხარედ და რა უარყოფითად?
დადებითი ალბათ ის, რომ გუნდის კაპიტანი ვარ და ჩემი გუნდის ყველა ფეხბურთელი ერთმანეთში ძალიან გახსნილია, არ ეშინიათ აზრის გამოხატვის და ოჯახივით ვართ. უარყოფითად ალბათ ის, რომ ცოტა მორცხვი ვარ.
ვინ არის მოედანზე შენი საუკეთესო პარტნიორი?
გიო მურჯიკნელი.
საყვარელი გუნდი?
მიუხენის ბაიერნი.
საყვარელი ფეხბურთელი?
ლიონელ მესი.
ქართველი ფეხბურთელებიდან ვის გამოარჩევდი?
გიორგი ჩაკვეტაძეს.
რომელ ფეხბურთელს ამსგავსებ საკუთარ თავს?
საკუთარ თავს არ ვიცი, მაგრამ თეო უოლკოტსა და ტიერი ანრის მამსგავსებენ.
გაგრადან ვის გამოარჩევდი?
რა თქმა უნდა რატი ცაცკრიალაშვილს.
დამატებით რაიმეს თქმა ხომ არ გსურს?
მინდა წარმატება ვუსურვო ჩემს გუნდს თასის ფინალში, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!