ორმატჩიანი წარუმატებელი სერიის შემდეგ, გაგა კირკიტაძის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა. ჩვენმა ბიჭებმა სტუმრად ზუგდიდი, დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს. ეს გამარჯვება „გაგრასთვის“ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი იყო.

„გაგრა“ კარგი იყო ნახევარდაცვაში და მოპოვებული უპირატესობის გამოყენება შეძლო, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ანგარიში თერთმეტმეტრიანი დარტყმით ვასილ ხოსიტაშვილმა გახსნა. მასპინძლებმა 8 წუთში პენალტითვე კი გაათანაბრეს, მაგრამ გაგრელები ძალიან დამაჯერებელნი იყვნენ საკუთარი კარის დაცვისას და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება აღარ მისცეს.

მეორე ტაიმში უკვე ანდრო ნემსაძემ გამოიჩინა თავი. ამის შემდეგ გუნდებმა კიდევ გაცვალეს სახიფათო მომენტები, მაგრამ გოლამდე საქმე აღარ მისულა. ამრიგად, 12 ტურის შემდეგ 15 ქულით „გაგრა“ მე-7 პოზიციაზე დამკვიდრდა. მომდევნო შეხვედრას ჩვენი გუნდი, 26 მაისს, საკუთარ მინდორზე გამართავს და ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლებს.

გაგრა: ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, გიორგი ტყეშელაშვილი, ანდრო ნემსაძე (ლაშა-გიორგი ობოლაძე, 70’), სანდრო შეწირული (ბექა ნიკოლაშვილი, 82’), გიორგი პაპუაშვილი, ლევან ბარაბაძე (დავით კიკალიშვილი, 63’), გიორგი ხარებაშვილი, გიორგი ქობულაძე, ზვიად მეტრეველი

მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე

გოლები: 0:1 – ხოსიტაშვილი (21’, პენ), 1:1 – ჭედია (29’, პენ), 1:2 – ნემსაძე (67’)