მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჩვენმა კლუბმა აქტიურად დაიწყო და სატრანსფერო ფანჯრის გახსნიდან ორ დღეში პირველი ტრანსფერი განახორციელა ლაშა ოზბეთელაშვილის სახით.
ლაშა პოზიციით თავდამსხმელია და იგი ჩვენს კლუბს თბილისის ,,ლოკომოტივიდან” იჯარის წესით შემოუერთდა.
აქვე მოგახსენებთ,რომ ლაშას საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. რაც შეეხება საკლუბო კარიერას მან გასულ წელს ლოკომოტივის 19 წლამდე გუნდთან ერთად ქვეყნის ჩემპიონობა იზეიმა.