გაგრა – რუსთავი 2:0 ლიგა 2-ს დიდი ხანია ორი გამოკვეთილი ლიდერი ჰყავს: ბოლნისის „სიონი“ და „გაგრა“. ამ გუნდებმა სეზონის სტარტზევე გააკეთეს ხმამაღალი განაცხადი ეროვნულ ლიგაში დაწინაურებაზე და დამაჯერებლადაც ლიდერობენ გათამაშებას. დღეის მდგომარეობით ბოლნისელები გაგრას 3 ქულით უსწრებენ, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში გაგრელებს უკეთესი მაჩვენებელი აქვთ. ეს კი ნიშნავს, რომ თანაბარი ქულების პირობებში „გაგრა“ წინ იქნება. ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაფერი 26 ნოემბერს, ბოლნისში გადაწყდება, სადაც „სიონი“ „გაგრას“ უმასპინძლებს. გამარჯვებული დიდი ალბათობით ეროვნული ლიგის საგზურს მიიღებს. ყველაფერი იმას მიანიშნებს, რომ გუნდები, სწორედ ამ თამაშსკენ მიდიან. 32-ე ტურის შეხვედრაში „სიონმა“ საგარეჯოში „გარეჯი“ დაამარცხა (1:0), ხოლო „გაგრამ“ რუსთავს მოუგო (2:0). გაგა კირკიტაძის გუნდს ბოლო პერიოდში საკადრო პრობლემები ჰქონდა, ამიტომ მცირე წარუმატებელი მატჩების სერია გადაება ერთმანეთს. სწორედ ამ სერიის გამოისობით იმყოფება სატურნირო ცხრილის სათავეში ბოლნირუსი კლუბი. „რუსთავთან“ შეხვედრაშიც საკადრო პრობლემების გამო „გაგრას“ მწვრთნელი იძულებული გახდა რამდენიმე გადაადგილება მოეხდინა. კერძოდ: ვასილ ხოსიტაშვილის ნაცვლად, დაცვის მარჯვენა ფრთაზე საყრდენმა ნახევარმცველმა სანდრო შეწირულმა ითამაშა, დაცვის ცენტრში კი ნოზაძის ნაცვლად ასევე ნახევარმცველი ერეკლე სულთანიშვილი გაისარჯა. ცოტა უჩვეულო პოზიციებმა ფეხბურთელებს დისკომფორტი შეუქმნა. გარკვეულ ეპიზოდებში ჩვენი გუნდის კართან ხიფათი იქმნებოდა, მაგრამ ფეხბურთელებმა მაინც მოახერხეს კარის მშრალად შენახვა და გაიმიარჯვეს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი მოვლენა იყო და ამრიგად, წარუმატებელ სერიასაც წერტილი დაესვა. პირველი გოლი ივანე ხაბელაშვილის აქტიურობას მოჰყვა, როცა მეტოქის ნახევარმცხელმა ევგენი ბალიაიკინმა საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მეორე გოლი კი ტაიმის მიწურულს გიორგი გვიშიანმა შეაგდო, რომელმაც კარგად ისარგებლა თამაზ მაქაცარიას ზუსტი გადაცემით. მომდევნო შეხვედრას „გაგრა“ 6 ნოემბერს, ზუგდიდში, ადგილობრივი „დინამოს“ წინააღმდეგ გამართავს. გაგა კირკიტაძე („გაგრას“ მთავარი მწვრთნელი): „რამდენიმემატჩიანი წარუმატებელი სერია საკადრო პრობლემებმა გამოიწვია. ჩვენ ვხედავდით კარგ თამაშს, მაგრამ ეპიზოდებში პრობლემები ჩანდა. დღესაც ანალოგიური სურათი იყო. რამდენიმე იძულებეთი გადაადგილება განვახორციელეთ და როგორც ნახეთ გარკვეული პრობლემები გვქონდა, მაგრამ კარგია, რომ გუნდმა დასახული ამოცანა შეასრულა და მოიგო. ვიმედოვნენ, თანდათან საკადრო პრობლემები მოიხსნება და ჩვენ დარჩენილ ოთხივე თამაშს მოვიგებთ. რაც შეეხება ბოლო წუთებზე გაშვებულ გოლებს ასეთი მომენტები გვქონდა, ამიტომ ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ, რადგან შეცდომის უფლება აღარ გვაქვს. ზუგდიდის „დინამო“ სახიფათო გუნდია. შეცდომას არ გაპატიებს. მასთან შესახვედრად გეგმის მიხედვით მოვემზადებით“.

გაგრა – რუსთავი 2:0 გაგრა: დავით კერესელიძე, გია ჩადუნელი, რატი კაკიაშვილი, ერეკლე სულთანიშვილი, ივანე ხაბელაშვილი (თეიმურაზ მარკოზაშვილი, 46’), თამაზ მაქაცარია, გიორგი ქობულაძე, სანდრო შეწირული (დავით საჯაია, 87’), გიორგი ვეკუა (ოთარ ფარულავა, 76’), გიორგი გვიშიანი (გაგა გაზდელიანი, 56’), გურამ სამუშია (ლუკა კიკაბიძე, 76’). გოლები: 1:0 – ევგენი ბალიაიკინი (ა.გ. 6’), 2:0 – გიორგი გვიშიანი (45+1’) გაფრთხილება: მაქაცარია, 60’, მარკოზაშვილი, 77’, კერესელიძე, 90+2’.