წესები და პირობები
სამართლებრივი განცხადება
ვებ-გვერდზე www.gagrafc.ge წვდომის ფაქტი თავისთავად გულისხმობს, რომ ამ ქმედებით მომხმარებელი ცნობს და სავალდებულოდ იღებს ქვემოთ ჩამოთვლილ წესებსა და პირობებს, დათქმებისა და გამონაკლისის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ იგი ამ განცხადებას არ ეთანხმება, მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს ვებ-გვერდზე არსებული სერვისებისა და/ან მასალის წვდომისგან ან/და გამოყენებისგან და დატოვოს ვებ-გვერდი.
ვებ-გვერდის მფლობელი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის შესაბამისად, გაცნობებთ ვებ-გვერდის www.gagrafc.ge მფლობელი კომპანიის საიდენტიფიკაციო მონაცემებს.
კომპანიის სახელწოდება:
შპს “საფეხბურთო კლუბი გაგრა”
ოფისის მისამართი:
ჭ. ლომთათიძის N51, თბილისი, საქართველო
ტელეფონი:
577 72 72 79
საიდენტიფიკაციო კოდი:
200112476
ელ. ფოსტა:
info@gagrafc.ge
შპს „საფეხბურთო კლუბი გაგრა“ წინამდებარე სარგებლობის წესებსა და პირობებში, კონფიდენციალურობის პოლიტიკაში და ყველა სხვა სახელმძღვანელოსა და ინსტრუქციაში შემდგომში მოხსენიებული იქნება როგორც „gagrafc.ge”, „გაგრა’, ან „gagra”.
მომხმარებლები
www.gagrafc.ge ვებ-გვერდის გამოყენება და მასზე წვდომა განსაზღვრავს და აყალიბებს მომხმარებლის სტატუსს. იგი, ამ წვდომითა და სარგებლობით, ეთანხმება აქ მითითებულ საიტის გამოყენების ზოგად წესებსა და პირობებს.
ვებ გვერდით სარგებლობა
www.gagrafc.ge უზრუნველყოფს წვდომას მრავალფეროვან ინფორმაციაზე, სერვისსა თუ მონაცემებზე (შემდგომში „მასალა“) ინტერნეტში, რომელიც ეკუთვნის gagrafc.ge-ს და მასზე მომხმარებელს შეიძლება ჰქონდეს წვდომა. მომხმარებელი, პორტალის გამოყენებისას, იღებს შესაბამის პასუხისმგებლობას. ეს პასუხისმგებლობა მოიცავს რეგისტრაციასაც, რომელიც გარკვეულ კონკრეტულ სერვისებზე ან შინაარსზე წვდომისთვის აუცილებელია.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი არ ეთანხმება gagrafc.ge-ს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსს, შეუძლია არ გამოიყენოს ვებგვერდი. ამავდროულად, hubs.ge რეკომენდაციას გაძლევთ, სურვილის შემთხვევაში, შენიშვნები მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე info@gagrafc.ge
ვებგვერდზე რეგისტრაციისას მომხმარებელი უთითებს შემდეგ ინფორმაციას:
- სახელი და გვარი;
- მობილურის ნომერი;
- ელექტრონული ფოსტა;
- ონლაინ მაღაზიაში ავტორიზაციისთვის პაროლი.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია აღნიშნული ინფორმაციის მითითება, რომლის გარეშე მომხმარებელი ვერ განახორციელებს ვებგვერდზე რეგისტრაციას. ანგარიშის გასახსნელად მომხმარებელი უნდა მიჰყვეს პლატფორმაზე განთავსებულ ინსტრუქციას: მიუთითოს მოთხოვნილი ინფორმაცია და საჭიროებისამებრ, გაიაროს ვერიფიკაცია. ანგარიშის შექმნამდე მომხმარებელი უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნულით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა და მესამე პირთა უფლებები.
ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს.
ანგარიშის დეტალების უსაფრთხო შენახვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მომხმარებელს. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელს აქვს ეჭვი, რომ მესამე პირს აქვს მისი ანგარიშის დეტალები, მომხმარებელი ვალდებულია დაუყონებლივ შეცვალოს იგი ან დაუკავშირდეს gagrafc.ge-ს.
მომხმარებელი ადასტურებს და იძლევა გარანტიას, რომ:
- მის მიერ მითითებული ინფორმაცია არის სრული და სწორი;
- იგი არის 18 წელს მიღწეული, სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი;
- არ გამოიყენებს სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას gagrafc.ge-ს ვებგვერდზე რეგისტრაციის მიზნით;
- არ გამოიყენებს შეურაცხმყოფელ სახელს;
- არ დაარღვევს სხვა პირის უფლებებს, კანონსაწინააღმდეგო და ზიანის მიმყენებელი ქმედებით;
- არ შეეცდება მოიპოვოს წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე;
- არ განახორციელებს ისეთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის gagrafc.ge-ის გამართულ ფუნქციონირებას;
- არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წინამდებარე ხელშეკრულებითა და gagrafc.ge-ს კონფიდენციალურობის დაცვის პოლიტიკით.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის შერჩევის და ვირტუალურ კალათაში მოთავსების შემდგომ, ახალი მომხმარებლის შემთხვევაში საჭირო იქნება შემდეგი ინფორმაციის მითითება: ელექტრონული ფოსტა, სახელი, მობილურის ნომერი და მისამართი სადაც სურს რომ შენაძენი მიიღოს. მომხმარებელი მის მიერ შეძენილი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას შეძლებს მის პირად გვერდზე.
gagrafc.ge იტოვებს უფლებამოსილებას უარი თქვას ან გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა თაღლითობის, უნებართვო ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
gagrafc.ge იტოვებს უფლებამოსილებას, ცალხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე დააწესოს/შეცვალოს შეკვეთის ღირებულების მინიმალური/მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და დამატებითი დოკუმენტაციის გაფორმებას.
მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის გადახდის შემდგომ შეძენილ ნივთზე საკუთრების უფლება სრულად გადადის მომხმარებელზე.
პროდუქციის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. gagrafc.ge-ს არ აქვს წვდომა მომხმარებლის საბანკო ბარათის მონაცემებზე. gagrafc.ge იღებს ინფორმაციას მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ.
შეძენილი პროდუქციის მიწოდების წესები და პირობები
მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ შეძენილი პროდუქციის მიწოდებას განახორციელებს შპს „საქართველოს ფოსტა“, ან ასევე, მასთან აფილირებული ან მისი ნებისმიერ შვილობილი იურიდიული პირი). მიწოდების ხელშეკრულების მხარეები არიან მომხმარებელი და შპს „საქართველოს ფოსტა“.
gagrafc.ge მომხმარებლის მიერ შეძენილ პროდუქციას გადასცემს საკურიერო კომპანია შპს „ონვეი“-ს, რომელიც ახორციელებს პროდუქციის ტრანსპორტირებას, მითითებულ მისამართზე. gagrafc.ge-ს პასუხისმგებლობა სრულდება პროდუქციის საკურიერო კომპანიისათვის გადაცემის დროს. პროდუქციის დაკარგვისა და დაზიანების რისკი სრულად გადადის საკურიერო მომსახურების გამწევ კომპანიაზე.
თანხის დაბრუნების პოლიტიკა
1.ნივთის/პროდუქტის დაბრუნების პირობები:
1.1. კომპანია ნივთის/პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით, გაძლევთ შესაძლებლობას შეკვეთის ჩაბარებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში უკან დააბრუნოთ შეძენილი ნივთი/პროდუქტი წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესის დაცვით.
1.2. გაითვალისწინეთ, რომ შეკვეთის დაფიქსირების შემდეგ შეკვეთის გაუქმების უფლება გაქვთ წესების და პირობების 5.2.4. პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დაცვის შემთხვევებში, ხოლო ნივთის/პროდუქტის დაბრუნება მისი ჩაბარების შემდეგ შეგიძლიათ წინამდებარე პოლიტიკის 1.1. პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დაბრუნების პოლიტიკის 2.7. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.
1.3. კომპანია უფლებამოსილია არ დაიბრუნოს ნივთი/პროდუქცია ან/და არ მოახდინოს შეკვეთის გაუქმება წინამდებარე პოლიტიკის 1.2. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების გარდა მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ სხვა მოთხოვნის დროს.
2. ნივთის/პროდუქტის დაბრუნების წესი და გამონაკლისები:
2.1. ნივთის/პროდუქტის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ წინასწარ დაუკავშირდეთ კომპანიის საინფორმაციო ცენტრს და აცნობოთ ნივთის/პროდუქტის დაბრუნების შესახებ;
2.2. პროცესის ინიცირებისათვის საჭიროა კომპანიას აცნობოთ დასაბრუნებელი ნივთის/პროდუქტის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები, შეკვეთის ნომერი, შეკვეთის თარიღი, შეკვეთის მიღების თარიღი და დაბრუნების მიზეზი (შესაძლებელია საჭირო გახდეს პროდუქტისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოს ატვირთვა და გამოგზავნა კომპანიის ელ. ფოსტის მისამართზე: info@gagrafc.ge ან სხვა საკომუნიკაციო არხის მეშვეობით)
2.3. პროდუქტის დაბრუნების პოლიტიკა მოქმედებს პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში
2.4. თუ ნივთს/პროდუქტს და პროდუქტის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, პროდუქტის დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. მოკვლევისა და დიაგნოსტირების შედეგების საფუძველზე კომპანია უფლებამოსილია გააგრძელოს ან შეწყვიტოს პროდუქტ/ებ/ის დაბრუნების პროცედურა.
2.5. ნივთის/პროდუქტის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) უზრუნველყოფს კომპანია საკუთარი ან/და სატრანსპორტო მომსახურე ქვეკონტრაქტორის საშუალებით, მოთხოვნის განთავსებიდან არაუგვიანეს 3სამუშაო დღისა თბილისში და რეგიონში 10 სამუშაო დღისა.
2.6. ნივთის/პროდუქტის დაბრუნების დროს ნივთს/პროდუქტს უნდა ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები.
2.7. ნივთის/პროდუქტის დაბრუნება წინამდებარე წესების გათვალისწინებით შესაძლებელია თუ:
2.7.1. ნივთი/პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;
2.7.2. ნივთს/პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;
2.7.3. ნივთს/პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;
2.7.4. მიწოდების შეთანხმებული დრო დაირღვა კომპანიის მხრიდან;
2.8. გამონაკლის შემთხვევებში პროდუქტის/ნივთის დაბრუნება ზემოთ ჩამოთვლილი პირობებისგან დამოუკიდებლად შესაძლებელია გამყიდველისა და კომპანიის მიერ ორივე მხრიდან თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, კომპანიისა და გამყიდველის მიერ თქვენთვის მოწოდებული პირობებით.
3. ანაზღაურების წესი:
3.1. წინამდებარე პოლიტიკის 2.8. პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში თუ კომპანია და გამყიდველი თანხმობას აცხადებს მომხმარებლის მიერ ნივთის/პროდუქტის საგამონაკლისო წესით დაბრუნებაზე ასეთ შემთხვევაში, კომპანია იღებს ვალდებულებას მომხმარებელს აუნაზღაუროს მომხმარებლის მიერ ნივთში/პროდუქტში გადახდილი თანხის:
3.1.1. 80-90%-მდე იმ შემთხვევაში, თუ ნივთის/პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაუზიანებელია ან გახსნილია და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ ნივთს/პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი და არ შეინიშნება ვიზუალური ხარვეზი, და ასევე თან ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი.
3.1.2. 60-80%-მდე იმ შემთხვევაში, თუ ნივთის/პროდუქტის ქარხნული შეფუთვა დაზიანებულია ან/და დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ ნივთს/პროდუქტს შენარჩუნებული აქვს ყველა ფუნქციონალური მახასიათებელი, თუმცა, შეინიშნება ვიზუალური ხარვეზ/ებ/ი.
3.1.3. თუ დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მომხმარებლის მიერ დასაბრუნებელ ნივთს/პროდუქტს არ აქვს შენარჩუნებული ყველა ფუნქციონალური ან/და ვიზუალური მახასიათებელი ან/და არ ახლავს 2.6 პუნქტით განსაზღვრული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი კომპანია უფლებას იტოვებს არ დაიბრუნოს ნივთს/პროდუქტი და შესაბამისად, არ დააბრუნოს ნივთში/პროდუქტში გადახდილი თანხა.
3.2. თანხის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ამასთანავე, 3.1.1. და 3.1.2 პუნქტში მითითებული თანხები ჩაითვლება კომპანიის სერვისის საფასურად.
3.3. კომპანია მომხმარებელს შეძენილი ნივთის/პროდუქტის ღირებულებას, წინამდებარე მუხლით დადგენილი წესითა და ოდენობით, აუნაზღაურებს 15 სამუშაო დღის ვადაში.
5.პროდუქციის დაბრუნების პროცედურა:
5.1. იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნების ინიცირება მიტანისთანავე მყისიერად მოხდება მომხმარებლის მხრიდან, შემთხვევა ფიქსირდება საინფორმაციო ცენტრში და კურიერს ეძლევა დასტური ნივთის/პროდუქტის წამოღებაზე;
5.2. ნივთის/პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებელს შეუძლია დააფიქსიროს მოთხოვნა პროდუქციის დაბრუნებაზე;
5.3. თუ ნივთის/პროდუქციის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული ნივთის/პროდუქტის დაბრუნების სურვილი გამოწვეულია მიღებული ნივთის ხარვეზიანობის გამო(აქვს ვიზუალური/ქარხნული წუნი ან არ შეესაბამება შეკვეთას ან/და gagrafc.ge-ზე განთავსებულ ნივთის/პროდუქტის მახასიათებლებს) კომპანია უზრუნველყოფს სურვილის დაფიქსირებიდან თბილისში 3 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო რეგიონში 10 სამუშაო დღის ვადაში ნივთის/პროდუქტის დაბრუნებას (მომხმარებლიდან პროდუქტის წამოღებას) წინამდებარე დაბრუნების პოლიტიკის გათვალისწინებით.
5.4. ნივთის/პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.5. ნივთის/პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, თუ სერვის ცენტრი დაადგენს ნივთის ქარხნული წუნის არსებობის ფაქტს და ნივთის ჩანაცვლების საჭიროებისთვის გასცემს შესაბამის დასკვნას, კომპანიის მიერ ნივთის ჩანაცვლების განსახორციელებლად მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს კომპანიისთვის აღნიშნული დასკვნის დედანის ჩაბარება.
პროდუქტის ჩაუბარებლობის შედეგი
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ბრალეულობით ვერ განხორციელდა საკურიერო კომპანიის მხრიდან gagrafc.ge-ს პლატფორმაზე შეძენილი პროდუქციის ჩაბარება მის მიერ მითითებულ დროს/მისამართზე, gagrafc.ge-ის გუნდი, გონივრულ ვადაში, განმეორებით დაუკავშირდება მომხმარებელს და დააზუსტებს პროდუქციის ჩაბარებისათვის სასურველ დროს/მისამართს. თუ მომხმარებლის ბრალეულობით განმეორებით ვერ მოხდება მასთან დაკავშირება ან მომხმარებლისათვის შეძენილი პროდუქციის განმეორებით ჩაბარება მომხმარებლის მიერ სასურველი დროის მონაკვეთში/მისამართზე, gagrafc.ge იტოვებს უფლებას გააუქმოს შეკვეთა ამგვარი შეკვეთის განხორციელებიდან 10 (ათი) დღის შემდეგ და დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა მისი გაუქმებიდან არაუვიანეს 5 (ხუთი) დღისა.
მომხმარებლის მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისას, იმის გათვალისწინებით, რომ პლატფორმაზე განთავსებული საქონელი იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა კომპანიას არ ჰქონდეს მარაგში, იგი უფლებას იტოვებს გააუქმოს მომხმარებლის შეკვეთა მისი განთავსებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, რის თაობაზეც დაუყონებლივ ეცნობება მომხმარებელს.
ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრება
შპს „საფეხბურთო კლუბი გაგრა“ ფლობს ყველა ინტელექტუალურ და სამრეწველო საკუთრების უფლებას მის ვებსაიტზე, ისევე როგორც მასში შემავალ ელემენტებზე, (მათ შორის, მაგრამ არ შემოიფარგლება: სურათები, ხმა, აუდიო, ვიდეო, პროგრამული უზრუნველყოფის პროგრამები ან ნებისმიერი ტექსტები; სავაჭრო ნიშნები ან ლოგოები, ფერების კომბინაციები, სტრუქტურა და დიზაინი, გამოყენებული მასალების შერჩევა, მისი ფუნქციონირებისთვის, წვდომისა და გამოყენებისათვის საჭირო კომპიუტერული პროგრამები, და ა.შ.), რომელსაც ფლობენ შპს ან მისი ლიცენზიარები.
ყველა უფლება დაცულია. საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 და მე-19 მუხლების შესაბამისად, www.gagrafc.ge თანხმობის გარეშე, ნებისმიერი ტექნიკური თუ სხვა საშუალებით, კომერციული მიზნებისათვის, დაუშვებელია საიტზე არსებული მასალის რეპროდუცირება, გავრცელება ან საჯარო კომუნიკაცია, მათ შორის, ამ მასალაზე წვდომის შესაძლებლობის შექმნა.
მომხმარებელი იღებს ვალდებულებას პატივი სცეს ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების უფლებებს, რომლებიც ეკუთვნის gagrafc.ge-ს. თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ პორტალის შემადგენელი ნაწილები და თუნდაც დაბეჭდოთ, ასლი გადაიღოთ ან შეინახოთ ისინი თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე ან ნებისმიერ სხვა მოწყობილობაზე, იმ პირობით, რომ ეს არის მხოლოდ და ექსკლუზიურად თქვენი პირადი და კერძო სარგებლობისთვის. მომხმარებელმა თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი დამცავი მოწყობილობის ან უსაფრთხოების სისტემის წაშლის, შეცვლის, თავიდან აცილების ან მანიპულირებისგან, რომელიც დაინსტალირებული იყო ჰაბსის გვერდებზე.
გარანტიებისა და პასუხისმგებლობის გამორიცხვა
www.gagrafc.ge არცერთ შემთხვევაში არ არის პასუხისმგებელი რაიმე სახის ზიანისთვის, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ არა მხოლოდ: შეცდომებმა ან ხარვეზებმა საიტზე არსებულ მასალაში, პორტალის ხელმისაწვდომობის შეზღდვამ ან ვირუსების ან მავნე პროგრამების არსებობამ საიტზე არსებულ მასალებში და მათმა გადაცემამ, თუ gagrafc.ge-ს მიღებული აქვს ყველა საჭირო ტექნოლოგიური ზომა მის თავიდან ასაცილებლად.
ბმულები
იმ შემთხვევაში, თუ ჰაბსი იყენებს სხვა ვებ-გვერდების ბმულებს ან ჰიპერბმულებს სხვა ინტერნეტ საიტებზე, gagrafc.ge არ განახორციელებს რაიმე სახის კონტროლს აღნიშნულ საიტებსა და შინაარსზე. ჰაბსი არცერთ შემთხვევაში არ აიღებს პასუხისმგებლობას სხვა ვებსაიტის ბმულზე არსებული მასალის შინაარსზე და არც იძლევა გარანტიას ამ ბმულებზე არსებული ინფორმაციისა და მასალის ტექნიკური ხელმისაწვდომობის, ხარისხის, სანდოობის, სიზუსტის, ყოვლისმომცველობის, მართებულობისა და კონსტიტუციურობის შესახებ.
ასევე, ამ გარე კავშირების ჩართვა საქმიანობაში და ვებ გვერდზე არ გულისხმობს რაიმე სახის ასოციაციას, შერწყმას ან მონაწილეობას რაიმე სხვა თემაში, დაკავშირებულ სუბიექტებთან.
გარიცხვის უფლება
www.gagrafc.ge იტოვებს უფლებას უარყოს ან გაუუქმოს წვდომა პორტალზე და/ან შემოთავაზებულ სერვისებზე, წინასწარი შეტყობინების გარეშე, საკუთარი ინიციატივით, ან მესამე მხარის მოთხოვნით, იმ მომხმარებლებს, რომლებიც არ ემორჩილებიან გვერდით სარგებლობის წესებსა და პირობებს.
ზოგადი
www.gagrafc.ge განიხილავს წესებისა და პირობების ნებისმიერ დარღვევას, ისევე, როგორც პორტალის არასათანადო გამოყენების შემთხვევებს და ისარგებლებს კანონით მინიჭებული ყველა სამოქალაქო და სისხლისსამართლებრივი უფლებით.
წესებისა და პირობების მოქმედების ვადა და მათი მოდიფიკაციის შესაძლებლობა
www.gagrafc.ge შეუძლია ნებისმიერ დროს შეცვალოს, კანონიერების პრინციპის ფარგლებში, აქ არსებული პირობები, სათანადო წესით გამოქვეყნების გზით და შესაბამისად.
ამ პირობების ვალიდურობა დამოკიდებულია მათ საჯაროობაზე და ისინი ძალაშია მანამ, სანამ არ შეიცვლება სხვა, შესაბამისად გამოქვეყნებულით.
მარკეტინგი
მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, პირდაპირი მარკეტინგის გზით, სარეკლამო მასალების, მისთვის საინტერესო შეთავაზების, ფასდაკლების, პროდუქციის მიწოდების, სერვისებისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით gagrafc.ge მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში სარგებლობს მისი პერსონალური ხასიათის ინფორმაციით, კერძოდ, სახელით და ელ. ფოსტის მისამართით/ტელეფონის ნომრით.
gagrafc.ge უფლებამოსილია პერსონალური ინფორმაცია გაუზიაროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნებისმიერ მესამე პირს.
მომხმარებელი პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის გასცემს თანხმობას აქტიური ქმედებით.
მომხმარებელს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა gagrafc.ge-ისგან გამოიხმოს მის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შესახებ გაცემული თანხმობა. თავის მხრივ, gagrafc.ge შეწყვეტს მომხმარებლისათვის პირდაპირი მარკეტინგის განხორციელებას გამოხმობის თაობაზე მოთხოვნის მიღებიდან გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 7 (შვიდი) სამუშაო დღისა.
მომხმარებლის მიერ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტის თაობაზე მოთხოვნა არ ავალდებულებს gagrafc.ge-ს შეწყვიტოს ინფორმაციის მიწოდება განახლებებისა და ცვლილებების შესახებ.
მოქმედი სამართალი და იურისდიქცია
წესები და პირობები, რომლებიც არეგულირებს ამ ვებსაიტს, ისევე როგორც შესაძლო ნებისმიერი სახის ურთიერთობები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას ვებ გვერდის გამოყენებასთან მიმართებით, დაცულია და ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობას. ნებისმიერი გაუგებრობის, დავის ან შეუსაბამობის გადასაჭრელად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას მომხმარებელსა და ჰაბსს შორის ამ ვებსაიტით სარგებლობასთან მიმართებით, გადაეცემა საქართველოს სასამართლოების სისტემას, განსჯადობის შესაბამისად. ყველა საკითხი, რომელიც აქ არ არის ნახსენები, რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით.
