აღწერა
ქალაქი, როგორც იდენტობა. მაისური, როგორც ამბავი.
FC GAGRA-ს მესამე სპეციალური ფორმა ზღვისპირა ქალაქის არქიტექტურული ხაზებითაა შთაგონებული. გაგრა საუკუნოვანი ისტორიის მქონე ქალაქია, რომლის განვითარება 1990-იან წლებში მკვეთრად შეიცვალა, რის შედეგადაც კლუბმა დროებით დაკარგა შესაძლებლობა, საკუთარ სახელთან დაკავშირებულ ქალაქში ეასპარეზა.
ეს ფორმა სწორედ ამ კავშირის გამოხატულებაა, რომელიც ქალაქსა და კლუბს შორის არასოდეს გაწყდება. ყოველი ხაზი, ყოველი დეტალი გაგრიდანაა – ქუჩებიდან, შენობებიდან, მისი სულიდან. მშობლიური ქალაქის მოგონება და დაბრუნების იმედი ჩვენს კლუბსა და ამ ფორმაში ცოცხლობს.
აქ იწყება საქართველო. Georgia United.






