გამოცდილი ცენტრალური მცველი ლევან კაკუბავა გაგრაში ითამაშებს. 32 წლის მოთამაშე კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გააფორმა.

კაკუბავა საფეხბურთო სამყარომ დინამო თბილისიდან გაიცნო. დინამოს გარდა, მრავალი წლის განმავლობაში, სხვადასხვა ქართული კლუბების რიგებში, ევროტურნირებზე არაერთი მატჩი ჩაატარა. წარსულში, ამხანაგურ მატჩებში საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებაც დაიცვა.

ლევანი საქართველოს თასის ოთხგზის გამარჯვებულია. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში იგი საბურთალოს კაპიტნობდა.