გაგრა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ლეგიონერით გაძლიერდა.
ჩვენს კლუბს ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი მათეუს მარკონდელე შეუერთდა.

26 წლის მოთამაშემ კლუბთან ხელი ორწლიან კონტრაქტს მოაწერა.
მარკონდელე უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა, ცაცია ბრაზილიელს როგორც გამთამაშებლად, ისე ვინგერის პოზიციებიდან თამაში შეუძლია.

მისთვის გაგრა პირველი ევროპული გამოცდილება არ არის. გასულ სეზონში მარკონდელე ლიეტუვის ჩემპიონატში, ჰეგელმანის რიგებში გამოდიოდა.